ეგ იყო მთელ ერზე თავზე გადავლა...რას ქვია, მე მომინდა და ვიღაცა მივაჩმორე, არ მოსულა ეგეთები - სოფო ბათილაშვილი ბერაზე

მომღერალი სოფო ბათილაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, ჩანაწერებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბერა ივანიშვილს უზარმაზარი კომპლექსების ამალა დაატყდა .

მან ბერა "ჰარი პოტერის" პერსონაჟს დრაკო მალფოის შეადარა. "მალფოის კარგად უმთავრდება მაგრამ.. მთავარი ისაა, რომ ვოლდემორი მარცხდება ბოლოს და ძალაუფლება ვისაც სწყურია, ის ყოველთვის იჩეხება"..

"ეს ყველაფერი თავზე გადავლაა არამარტო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც "უპადიეზდებდა", ეგ იყო მთელ ერზე თავზე გადავლა...რას ქვია, მე მომინდა და ვიღაცა მივაჩმორე, არ მოსულა ეგეთები და უნდა გაიგოს ძალიან კარგად, რომ ეგეთი რაღაცები არ შერჩება", - ამბობს სოფო ბათილაშვილი.

კომენტარი