"ამას როგორ ამბობ გიორგი მასხულია, რაც მე შენთვის გამიკეთებია...შეგიძლია შექმნა ორღობე ტვ" - აი, რას წერს ლიდერ ტვ-ის წამყვანი

დიზაინერ გიორგი მასხულიას განცხადებას, რომ მის კარიერაში ყველაზე დიდი ლაქა არის ნინო ადამაშვილი სოსო კავკავაშვილი გურამ არუთინაშვილი, ლიდერ ტვ-ის წამყვანი გურამ არუთინაშვილი ეხმაურება:
"არ გრცხვენია გიორგი მასხულია ამას როგორ ამბობ? ხომ არ დაგავიწყდა სტატიების დაწერას როგორ ითხოვდი მთელი ეს წლები? დაგავიწყდა შენს ხუშტურებზე ყველა რეგიონში რომ მოგყვებოდა LIDER TV? სირცხვილი ხარ მართლა მთელი საქართველო გიცნობს რა ხარ და ვინ ხარ ყველამ იცის..... ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი შენგან წასული შენი ხუშტურების გამო. ძალიან დამღალე..... რაც მე შენთვის გამიკეთებია ვარამი იყოს შენთვის და შენი კარიერისთვის. საინტერესოა ის როდემდე გაგრძელდება შენი ასეთი გამოხტომები ადამიანების მიმართ? გრცხვენოდეს....გრცხვენოდეს...გრცხვენოდეს. მთელმა საქართველომ იცის ვინაა გიორგი მასხულია და ვინაა გურამ არუთინაშვილი..... არცერთი ტელევიზია არ გაშუქებს ყველამ დაგბლოკა და მათ შორის დაიბლოკე ჩვენთანაც. შეგიძლია შექმნა ორღობე ტვ და ატარო ყველგან სადაც გაგისწორდება " - წერს არუთინაშვილი.

კომენტარი