კირა ნაითლი კაცი რეჟისორების ფილმებში გაშიშვლებაზე უარს ამბობს

35 წლის ბრიტანელი მსახიობი, კირა ნაითლი აცხადებს, რომ აღარ სურს იმ ფილმების შიშველ სცენებში მონაწილეობა, რომელსაც კაცი რეჟისორები გადაიღებენ, - ამის შესახებ BBC წერს.

„შიშველი სცენების გადაღებაზე კატეგორიულ უარს არ ვამბობ, მაგრამ არ მსურს ამის კაც რეჟისორებთან გაკეთება“ - აღნიშნა ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა.

მან ასევე განაცხადა, ძალიან უნდა, მონაწილეობა მიიღოს ქალი რეჟისორის მიერ გადაღებულ ისეთ ფილმში, სადაც აქცენტი ქალების ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე იქნება.

მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ ექცევიან მსახიობებს სექსუალური სცენების გადაღების დროს, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, MeToo კამპანიის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო დროს, არაერთი სტუდია ქირაობს „ინტიმური ურთიერთობის კოორდინატორებს“, რომლებიც აკონტროლებენ სექსუალურ სცენებს, ზრუნავენ იმაზე, რომ მსახიობებმა გადაღებებისას თავი კომფორტულად იგრძნონ და პატივისცემა იგრძნონ.

კომენტარი