სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მადლობა" - გურამ შეროზიას და მალიბუს ახალი კლიპი

გურამ შეროზიას და მალიბუს ახალ კლიპს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. აი, რას წერს თავად ბლოგერი ახალ სიმღერასა და ვიდეოზე:
"დაააა აი ისიიიც!!! ერთი სული გვაქვს თქვენი შეფასებები მოვისმინოთ და პირობას ვდებ, ყველა კომენტარს წავიკითხავ!
ეს მეტია, ვიდრე სიმღერა, აქ მთელი ჩემი ბავშვობა და ბედნიერი წუთებია, აქ ჩემი მადლიერების გრძნობაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ოდესმე რამე კარგთან ასოცირდებოდა და მთავარი გმირები რა თქმა უნდა ჩემი ორი გოგო: ელენა და დედაჩემი არიან, მალიბუსთვისაც დედა... მოკლედ, შევაგროვეთ ბევრი, ბევრი სიყვარული, გავაერთიანეთ და ეს გამოვიდა...
ადამიანები მოდიან და მიდიან, ხანდახან უკან არასდროს ბრუნდებიან, მაგრამ ტოვებენ კვალს... და რაოდენ ცუდიც არ უნდა იყოს დაშორება, მაინც მადლობა... იმ დროისთვის, როცა ერთმანეთს ბედნიერებას ვჩუქნიდით!
ველით შეფასებებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოგეწონებათ..." - წერს გურამ შეროზია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100