სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue-ს ყდაზე სრულიად შიშველი გამოჩნდა (ფოტო)

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue Czechoslovakia-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა. შეიკის ფოტო გამოცემის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ფოტოს ავტორები არიან ძმები ლუკა და ალესანდრო მორელი. ფოტოსესიის სტილისტია ალბა მელენდო, ხოლო ვიზაჟი ლუკა ჩიანჩოლოს ეკუთვნის.

ჟურნალისთვის მომზადდა პუბლიკაცია, სადაც 34 სუპერმოდელისა და Versace- ს მოდის სახლის თანამშრომლობის შესახებაა მოთხრობილი.

კომენტარი