სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დემი მურმა ეშტონ კატჩერთან განქორწინების შესახებ ხმები ოფიციალურად დაადასტურა

38 წლის დემი მურმა ოფიციალურად დაადასტურა ხმები ეშტონ კატჩერთან განქორწინების შესახებ და დაამატა, რომ გადაწყვეტილება „დამძიმებული გულითა და მწუხარებით“ მიიღო.

მან მას-მედიას სთხოვა, დაიცვან ადამიანის უფლებები, გაგებით მოეკიდონ გადაწყვეტილებას და უხეშად არ ჩაერიონ მათ პირად ცხოვრებაში.

„როგორც ქალი, დედა და მეუღლე, ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ცალკეულ ღირებულებებს. ამის გათვალისწინებით მე არჩევანი ჩემი მომავალი წინსვლის სასარგებლოდ გავაკეთე“, - აღნიშნა დემი მურმა.

თავის მხრივ, 33 წლის ეშტონ კატჩერმა „ტვიტერში“, საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა, რომ მუდამ თბილად გაიხსენებს იმ წლებს, რომლებიც დემი მურთან აკავშირებდა.

წყვილმა საჭიროდ არ ჩათვალა განქორწინების მიზეზებზე საუბარი, თუმცა, ყვითელ პრესაში იწერება, რომ მათი დაშორების მიზეზი ეშტონის მხრიდან დემი მურის ღალატი გახდა.

დემი მური და ეშტონ კატჩერი ერთმანეთს 2003 წლიდან ხვდებოდნენ და ორი წლის შემდეგ იქორწინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100