სუპერ სექს-რობოტი, რომელიც მასთან "სექსის" დროს ვნებიანად კვნესის (ვიდეო)

რედაქციის გაფრთხილება: +16

იქედან გამომდინარე, რომ რობოტები უკვე ისეთ სფეროებშიც კი გამოჩნდნენ, რომელთა რობოტიზაცია, თუნდაც სულ რაღაც 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, შეიძლება დავასკვნათ: რობოტები იპყრობენ მსოფლიოს. რობოტი–სამიზნე, რობოტი–სტილისტი, რობოტი–ოფიციანტი... ეს რობოტთა კატეგორიის არასრული ჩამონათვალია, სიის სრულყოფა კი გრძელდება.

გასული წლის დასაწყისში არამარტო მსოფლიო ყვითელი პრესა მოიარა ცნობამ იმის შესახებ, რომ შეიქმნა პლანეტაზე პირველი, რეზინისგან დამზადებული სექს–რობოტი, რომლის პრეზენტაციამ სრული ანშლაგითა და არნახული წარმატებით ჩაიარა აშშ–ში.

„დრონი.ჯი“–მ ამ თემაზე მუშაობისას მსოფლიოში არსებული უცნაური ამბები შეკრიბა რობოტებზე, როგორც სექსუალურ პარტნიორებზე და დაინტერესდა, რამდენად მიმზიდველია ასეთი „პარტნიორი“ თანამედროვე ადამიანისთვის.

ამასთან, ამ საკითხის არამხოლოდ სექსუალური მხარით, იმითაც დავინტერესდით, რამდენად რეალურია სიყვარული ისეთ უსულო არსებასთან, როგორიც რობოტია და, კაცმა რომ ვთქვათ, გაოცებულიც დავრჩით. შევეცდებით, ჩვენს მიერ მოგროვილი ცნობები დალაგებულად გადმოგცეთ.

დავიწყოთ იმით, რომ უსულო არსებების შეყვარების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოიპოვება. ალბათ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, ძველბერძნული მითი პიგმელეონის შესახებ, რომელსაც ნაზი გრძნობები მის მიერ შექმნილი სკულპტურის მიმართ ჰქონდა. მითი აბა რა მითია, მითიური ამბები არ ხდებოდეს და იმ მითშიც პიგმელეონი სიყვარულის ქალღმერთმა – ვენერამ შეიცოდა ქანდაკებას სული შთაბერა და ოსტატის ოცნებები ორმხრივი ურთიერთობის შესახებ რეალური გახდა.

როგორც ირკვევა, უსულო ქმნილებებისადმი სიყვარულის თემა ნაკლებად აქტუალური არც თანამედროვე ეპოქაშია. 2008 წლის ზაფხულში, ქალაქ მაასტრიხტში ჩატარდა კონგრესი სახელწოდებით: „ინტიმური ურთიერთობები ხელოვნურ პარტნიორებთან“. კონგრესზე განიხილეს ჭადრაკში სპორტის ოსტატის, ბრიტანელი დევიდ ლევის სადოქტორო დისერტაცია: „სიყვარული და სექსი რობოტებთან“.

კანდიდატი ამტკიცებდა, რომ უკვე 5 წელიწადში რეალური და შესაძლებელი გახდებოდა სექსი რობოტებთან (სტატიაში ქვემოთ დარწმუნდებით, რომ ამისთვის 5 კი არა, 2 წელი აღმოჩნდა საკმარისი). მეტიც, მისი მტკიცებით, უკვე 2050 წელს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მზად იქნებიან იმისთვის, რომ დააკანონონ... რობოტთან ქორწინება.

სხვათა შორის, რობოტთან, როგორც შეყვარებულთან ან სულაც ცოლთან, ურთიერთობის მაგალითები თანამედროვე სამყაროში უკვე არსებობს. რობოტთან ურთიერთობა არანაირად არ იკრძალება კანონით, აქედან გამომდინარე, რობოტზე შეყვარებულები ზოგჯერ ტელევიზიებსაც კი არ ეუბნებიან უარს, ამ თემაზე სიუჟეტები მოამზადონ. ერთ–ერთი ასეთი სიუჟეტი შეგიძლიათ აქ ნახოთ.

რაც შეეხება სექსუალური დატვირთვის მქონე სათამაშოებს, მათი ფესვებიც ძველი საბერძნეთიდან მოდის: ფალოიმიტატორებს მაშინ „ოლისბოსს“ უწოდებდნენ, ხისგან ან ტყავისგან მზადებდნენ და დანიშნულების მიხედვით გამოყენებამდე ზეთისხილის ზეთით ამუშავებდნენ. ძველი ბერძნები არ ერიდებოდნენ მასტურბირებას ხალხის თვალწინ და თვლიდნენ, რომ ეს სასარგებლო იყო ჯანმრთელობისთვის.

70–80–იან წლებში უკვე სექს–ინდუსტრია განვითარდა და რეალობაში უამრავი ახალი დეტალი „შემოაგდო“. ერთ–ერთი ასეთი „დეტალი“ კი ვიბრატორი იყო. ვიბრატორებისა და სხვა სექს–სათამაშოების დამკვიდრება ქართულ სინამდვილეშიც სცადეს: ალბათ, ბევრს გახსოვთ „სექს–მაღაზია“, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე (!) გაიხსნა, მაგრამ საქართველოს „სექს–შოპიზაცია“ არ გამოვიდა და მაღაზიაც ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ვიბრატორი კი უფრო საქილიკო საგანი აღმოჩნდა, ვიდრე პრაქტიკული.

მიუხედავად იმისა, რომ სექსოპათოლოგების მტკიცებით, ქალებს ვიბრატორი მოსწონთ, მის ტარებას და იმის აფიშირებას, რომ ეს ნივთი აინტერესებთ, ყველა თუ არა, უმრავლესობა ერიდება. ვიბრატორის თემა აქტიურად მუსირებს ფოლკლორის ისეთ ნიმუშში, როგორიც ანეკდოტებია. მაგალითად ასეთს მოვიყვანთ:

სექს–შოპში 80 წელს მიღწეული, აკანკალებული, სოლიდურად ჩაცმული ქალი შედის. მაღაზიის თანამშრომლები თანაგრძნობით უყურებენ: გარეთ ცივა და, ალბათ, ბებო გასათბობად შემოვიდა. მაგრამ ბებო, რომელიც კანკალს არ წყვეტს, მაღაზიის თანამშრომელს მიმართავს: „უუ–კაც–რავად, ვიბრატორები გაა–ა–აქვთ?“. „დიახ, გვაქვს!“ – პასუხობს გაოცებული გამყიდველი. ბებო აკანკალებულ ხელებს შლის: „მათ შოო–რის დაახლოებით ააა–მ ზომის ხომ არ არიიი–ს?“. „დიახ, არის!“ – ეუბნება კიდევ უფრო გაოცებული გამყიდველი. „ხომ ვერ მაასწავლიით, როგგგორ უნდა გა–მოვრთთთო?“, – კითხულობს ბებო...

მაგრამ Roxxxy–ზე, ანუ, მსოფლიოში პირველ სექს–რობოტ ქალზე ჯერ არავინ ქილიკობს. ყოველ შემთხვევაში, სექსის რობოტიზაციისადმი მტრულად განწყობილებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ტექნიკის ეს მიღწევა ამ სფეროში ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრად უნდა ჩაითვალოს. თუკი Roxxxy–ს უფრო ახლოს გავიცნობთ, მისი მონაცემები ასეთი გახლავთ:

მსოფლიოში პირველი სექს–რობოტი ქალი აშშ–ში შეიქმნა. ის ნამდვილად განსხვავდება ბანალური ვიბრატორისგან. 165 სმ სიმაღლისა და 55 კგ წონის ლამაზმანს, რომელსაც პიკანტური პენუარი მოჰყვება (ისე კი, შეგიძლიათ, სხვა რამ ჩააცვათ ან სულაც, ისიც გახადოთ, რაც აცვია).

Roxxxy პარტნიორის ყოველ მოძრაობაზე რეაგირებს, იცვლის პოზებს, ჰყვება პარტნიორის მიერ შემოთავაზებულ რიტმს და თქვენ წარმოიდგინეთ, საუბარში აყოლაც კი შეუძლია ისეთი ვნებიანი ფრაზებით, რომლებიც აქტიურად გამოიყენება პორნოფილმებში.

ამ სტატიაში Roxxxy–ს ვიდეოპრეზენტაციასაც გთავაზობთ, სადაც იგი სექსისთვის აუცილებელ მოქმედებებს პარტნიორის გარეშე ასრულებს, ასე რომ ვიდეო არ შეიცავს პორნოგრაფიის ელემენტებს. Roxxxy–ს სინთეტიკური ტყავისგან დამზადებულ კანში, რომელიც ადამიანის კანისგან თითქმის არ განსხვავდება, ყველა წერტილში ჩამონტაჟებულია ჩიპები, რომლებიც რეაგირებენ „პარტნიორის“ ნებისმიერ შეხებაზე.

რაც ყველაზე საოცარია, ის პატრონს „ცნობს“ – წინასწარ შეყვანილი პარამეტრების შემდეგ, რითაც რობოტი თითების ანაბეჭდებს, კანის სხვა სპეციფიკურ მახასიათებლებს და სხეულის ტემპერატურას იმახსოვრებს, ის გაარჩევს, თუკი მასთან კონტაქტს არა პატრონი, არამედ სხვა „პარტნირი“ დააპირებს და მასთან „სექსზე“ უარს იტყვის....

Roxxxy–ს ხუთი ვარიანტი გამოვა: ფოტომოდელი – სტანდარტული ზომებით, ქალი–ვამპი (ანუ, მუქი ან ღია ფერის თმების ქალი, მკეთრი პომადით ტუჩებზე), ბალზაკის ასაკის ქალბატონი, მიმზიდველი ახალგაზრდა და მეხუთე, რომელიც ჯერ არ წარუდგენიათ ფართო საზოგადოებისთვის: სექსის განსაკუთრებულ სახეობათა მოყვარულთათვის.

რობოტში ჩანერგილია პროცესორი, ის მუდმივადაა ჩართული ინტერნეტში და პროგრამული მონაცემების განახლება მწარმოებელი კომპანიის ვებ–გვერდზეა შესაძლებელი.

Roxxxy კიდევ ერთი უნიკალური „თვისებითაა“ აღჭურვილი: შიდა კომპიუტერის მეშვეობით ის იმახსოვრებს ყველაფერს, რასაც პარტნიორი ამბობს, მერე კი ანალიზს უკეთებს მას და მოგვიანებით შეუძლია, მისთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე წამოწყებულ საუბარში „აჰყვეს“...

„ელექტრონული“ სექსუალური პარტნიორი, რომელიც მუდამ თქვენი დამჯერი იქნება, თქვენს ფანტაზიებს ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე აიტაცებს და რომელიც არასდროს შეგიბრუნებთ ენას, სულ რაღაც 7–დან 9 ათას დოლარამდე ღირს – გააჩნია, რომელი მოდელი გსურთ. Roxxxy–ს ავტორი კომპანია ახლა იმაზე მუშაობს, რომ მსგავსი რობოტი–მამაკაციც შექმნას...

კომენტარი