32 წლისა წარმატებული სპორტსმენი გარდაიცვალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სნოუბორდში, ალექს პულინი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის ავსტრალიელი სპორტსმენის ქუინსლენდის შტატის სანაპიროზე, შუბით თევზაობისას დაიღუპა. თვითმხილველებმა მისი ცხედარი წყლიდან ნაპირზე გაიტანეს, სადაც ექიმები მისი გულის ამუშავებას უშედეგოდ ცდილობდნენ. ამ ეტაპზე პულინის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

პულინი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ავსტრალიის მედროშე იყო.

კომენტარი