,,თამილა ძალიან მიყვარს” – ვინ არის გიორგი წერეთლის ახალი სიყვარული (ფოტო)

მომღერალმა გიორგი წერეთელმა თავის დაბადების დღეზე, რომელსაც თითქმის მთელი ქართული შოუბიზნესი ესწრებოდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული, თამილა მარეხაშვილი, საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა. წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.

გიორგის თავისი რჩეული საქმეშიც ეხმარება. ის მომღერლის პიარითა და ბიზნესის მენეჯმენტით არის დაკავებული. განქორწინებულია და ჰყავს ერთი ქალიშვილი. გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. მშობლების ბედნიერებას შვილებიც იზიარებენ.

– გიორგი, თქვენს დაბადების დღეზე სტუმრებისთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც ხმამაღლა განაცხადეთ, რომ შეყვარებული ხართ და საზოგადოებას საყვარელი ქალიც წარუდგინეთ. ამ დღისთვის ინახავდით ამ სიახლეს?

ამ მომენტს ძალიან ბევრი ელოდებოდა. ამ ადამიანის გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა სიხარული და ნათელი ფერები. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. თამილა ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მეოჯახე და კარგი ოჯახიშვილია. რაც შეიძლება კაცმა ქალში კარგი ისურვოს, ამ ადამიანში ყველაფერია თავმოყრილი. ეს ქალი ძალიან მიყვარს და მეტი რა უნდა ვთქვა?

– ყველაზე მეტად რა თვისებებს აფასებთ მასში, რით გამოარჩიეთ სხვებისგან?

– ერთგულება ყველა ასპექტში.

– დიდი ხანია ერთად მუშაობთ?

– თამილას დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკაში. მენეჯმენტის დიდი სკოლა აქვს გავლილი. 6 უცხო ენას ფლობს თავისუფლად. მენეჯმენტის სფეროში ძალიან წარმატებულია და სიამოვნებით ჩაერთო ჩემს საქმიანობაშიც.

– ხომ არ მღერის კიდეც?

– არა, მაგრამ ხელოვნების დიდი მოყვარულია.

– როგორია თქვენი გეგმები, აპირებთ დაქორწინებას?

– მთავარია, რომ ბედნიერები ვართ და მთავარია, რომ გვინდა, მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ. მომავალსა და გეგმებზე წინასწარ რამის თქმა არ მიყვარს. ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული და ლამაზია. ამ გრძნობის წყალობით, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა.

– დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაშორდით ცოლს, მომღერალ ლოლას. მალე შეხვდით ამ ახალ სიყვარულს?

– პირად ცხოვრებაში ცუდი პერიოდი მე თავად, დამოუკიდებლად გადავიტანე. სანამ ჩემი და თამილას ურთიერთობა დაიწყებოდა, ხანმოკლე რომანები მქონდა. ეს სიყვარული ცოლთან გაშორებიდან ერთი წლის შემდეგ ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ.

– დაუწერეთ უკვე ახალ სიყვარულს სიმღერა?

– ლექსი უკვე დავწერე, რომელსაც მალე წავუკითხავ. თუ რაიმე სიმღერა დამიწერია სიყვარულზე, ყველაფერი მას ეძღვნება.

– თქვენმა შვილებმა როგორ მიიღეს ეს ურთიერთობა?

– თამილას ჰყავს არაჩვეულებრივი და ულამაზესი შვილი სალომე, ჩემი შვილი რატიც ბედნიერია ამ ურთიერთობით და ჩვენი შვილები ძალიან მეგობრობენ.

წყარო: "სარკე"

კომენტარი