"საკეისროს ერთი დღე მაშორებს და უცებ შემეშინდა..." - აი, რას წერს ხატია სიჭინავა

"ჩემთვის პანდემია და 2020ის ნეგატიური გაელვება არ ყოფილა ამ წელს მნიშვნელოვანი, რადგან ბევრად მნიშვნელოვანი ამბისთვის ვემზადები მთელი 9 თვეა ...

და აი როცა ერთი დღე მაშორებს ჩემს ბიჭთან შეხვედრას, უცებ შემეშინდა. არა საკეისროსი კი არა, ან ოპერაციის შემდგომი პერიოდის, შემეშინდა , რომ ბიჭის დედობა არ ვიცი და უცხოა ჩემთვის.

ჩემი გოგოები , ჩემნაირები, პრანჭიები, ნაზი და სათუთი არსებები. მაგრამ ბიჭი, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა და ვარ თუ არა მზად ვიყო ბიჭის დედა, ნუ ამ კითხვაზე პასუხს თავს მაინც ვერ ავარიდებ.

მაშ ასე ... დარჩა ერთი დღე და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის... მიყვარხართ" - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა.

კომენტარი