"თვალები და პირი წებოვანი ლენტით ამიხვიეს, ვიფიქრე, რომ მალე მომკლავდნენ..." - კიმ კარდაშიანი თავის ცხოვრებაში მომხდარ ყველაზე საშინელ შემთხვევაზე ალაპარაკდა

სომხური წარმოშობის ამერიკელი ინსტა-დივა, რეალითი შოუს ვარსკვლავი და მოდელი კიმ კარდაშიანი ჟურნალისტებს თავის ცხოვრებაში მომხდარ ყველაზე საშინელ შემთხვევაზე ესაუბრა - ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

როგორც კარდაშიანმა განმარტა, შეიარაღებულმა თავდასხმამ, რომელიც ძარცვის მიზნით მოხდა, მის ცნობიერებაში ყველაზე დიდი კვალი დატოვა. შემთხვევა 2016 წელს პარიზში მოხდა, როდესაც ვარსკვლავს თავისივე ბინაში შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ თავს და აიძულეს, ძვირფასეულობა მათთვის მიეცა. სამკაულები ჯამში 10 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.

მომხდარში კიმმა საკუთარი თავი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თავის ძვირფასეულობას სოციალურ ქსელში ხშირად უსვამდა ხაზს, ასევე თამამად პოზირებდა მეუღლის მიერ ნაჩუქარი 20 კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით, რამაც საბოლოო ჯამში მძარცველების ყურადღება მიიპყრო.

"თვალები და პირი წებოვანი ლენტით ამიხვიეს. ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მეგონა, რომ ჩემი მოკვლა ჰქონდათ განზრახული და ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი. ამ რამდენიმე წუთმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა" - განაცხადა კიმმა.


კომენტარი