სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაფერი გაძვირდა ხელფასების გარდა, ავად არ უნდა გახდე, რადგან წამალს ვერ იყიდი, იმედს არ ვკარგავთ მეგობრებო შემდეგი მთავრობის მოლოდინში" - ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რა ხდება ქვეყანაში? ვისაც ქონდა ფული იმათმაც კი მოიჭირეს ქამარი... ვინც საშუალო ფენა იყო გადაინაცვლა თვიდან თვემდე თავის გატანაზე, ნუ გაჭირვებულ ხალხზე უკვე აღარ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. ყველა მოწყენილი , დეპრესიული და აგრესიული გახდ. პოზიტიური ადამიანი ამ ფონზე ჩვეულებრივად შიზოიდის ვიდზეა. ყველა თავდამძიმებული დადის რა? როგორ? როდის? ყველაფერი გაძვირდა ხელფასების გარდა ‼️ ავად არ უნდა გახდე რადგან წამალს ვერ იყიდი, ჭამა გინდა? ჯერ ისედაც რას ვჭამთ კაცმა არ იცის და იმასაც ცეცხლი უკიდია.სამსახური გინდა? იპოვე ნათესავი შენი გავლენიანი , არათუ ვერ დაიწყებ ვერსად ვერაფერს სხვანაირად. რა ვაკანსია, რა cv,შეიძლება პერიოდი დაემთხვა ეგეთი წყალწაღებულობის, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა ... ჰმ ... ძალიან ცუდ დღეშია. იმედს არ ვკარგავთ მეგობრებო შემდეგი მთავრობის მოლოდინში".- წერს ყოფილი ტელეწამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100