"ვნერვიულობ, მაგრამ ვიცი რომ თქვენი სიყვარული ყველაფერს დამავიწყებს" - ლელა წურწუმია გულშემატკივრებს მიმართავს

4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში ლელა წურწუმიას გრანდიოზული სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერალი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართავს:
"სულ ცოტა დრო რჩება შეხვედრამდე, ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ ვიცი რომ თქვენი სიყვარული ყველაფერს დამავიწყებს და არაჩვეულებრივ საღამოს ვაჩუქებთ ერთმანეთს ჩემო ძვირფასი გულშემატკივრებო, გელოდებით . #ლელასპორტისსასახლე#ლელა50#ლელა4ოქტომბერი
#წამიყვანესიყვარულთან ფოტო" - წერს მომღერალი.

კომენტარი