"მე შენ მიყვარხარ" - ქეთა თოფურიამ ახალი შეყვარებული გამოაჩინა (ფოტო)

"მე შენ მიყვარხარ" - ამ სათაურით ქეთა თოფურიამ ახალი შეყვარებული გამოაჩინა.
ნახეთ, რა კარგი ტიპია და როგორ კოცნის მომღერალს... (ფოტო)
ქეთას ყოფილი რუსი რეპერი ნამდვილად გადაირევა ამ ფოტოს რომ ნახავს.
შეგახსენებთ, რომ გუფი დიდხანს ეხვეწებოდა "ა სტუდიოს" სოლისტს რომ ღალატი ეპატიებია და შერიგებოდა, თუმცა ქეთამ ვერ აპატია და მეტიც, ახალი შეყვარებული გაიჩინა, რომელთანაც თავს აშკარად კარგად გრძნობს.
ფოტოზე უამრავი კომენტარია, ზოგს ჰგონია, რომ ეს გუფია, თუმცა სხვები პასუხობენ, რომ ეს დალმატოვი არ არის და ქეთას ახალ შეყვარებულთან ბედნიერებას უსურვებენ. თუმცა ასეთი კომენტარებიცაა:
"რანაირად გიყვარდა, თუ ასე მალე დაივიწყე";
"რა გენაღვლება სულ კაცებში ტრიალებ";
"ირაკლი ფირცხალავს ჰგავს";
"როგორ შეგიძლია ასე მარტივად თქვა "მე შენ მიყვარხარ".
რამდენიმე წუთის წინ, თოფურიამ ფოტოზე კომენტარები გათიშა.

კომენტარი