სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, როგორ გამოიყურება ალენ დელონი ინსულტის შემდეგ - მსახიობი ავადმყოფობამ ძალიან შეცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა ინსულტი გადაიტანა. 80-ანი წლების სექს-სიმბოლო შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, სადაც მკურნალობას გადიოდა.

რამედნიმე კვირის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფეიკ-ნიუსი, სადაც ეწერა, რომ ალენ დელონი გარდაიცვალა. საზოგადოებამ ეს ამბავი ძალიან მტკივნეულად მიიღო. ამის საპასუხოდ მსახიობის ვაჟმა ალენ-ფაბიენ დელონმა სოციალურ ქსელში ატვირთა მამასთან ერთად გადაღებული ფოტო და განაცხადა, რომ ალენი არა მარტო ცოცხალია, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უკეთესობისკენ იცვლება.

"ყოველდღიური პროგრესი სახეზეა. ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდით. ყველას მადლობას გიხდით ასეთი თანადგომისთვის" - აღნიშნა დელონის ვაჟმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100