"მინდა მოვუწოდო გახარიას, რომ მომბაძოს და როგორც მე გავახარე ხალხი ჩემი წასვლით ისე გაახაროს მანაც" - თათია თექთურმანიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"მასტერშეფიდან" გავარდნის შემდეგ, თათია თექთურმანიძე პირველ კომენტარს აკეტებს და აი, რას წერს:
"პირველ რიგში მინდა მოვუწოდო გახარიას, რომ მომბაძოს და როგორც მე გავახარე ხალხი ჩემი წასვლით ისე გაახაროს იმანაც.
ეხლა სერიოზულად - მე ვარ ძალიან ამაყი საკუთარი თავით და ეს არც თავში ავარდნის სინდრომია და არც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. ყველა ჩემი მომზადებული კერძი მიყვარს, წარმატებული და წარუმატებელიც , რადგან მთელ გულს ვდებდი მათ მომზადებაში.
ამ პროექტმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. სხვა თვალით დამანახა ადამიანები, ბევრი სიკეთე და სიყვარული ვიგრძენი სრულიად უცხო ხალხისგან რაც ძალიან მახარებს. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მასტერშეფი • MasterChef Georgia პროდუსერებს, ორგანიზატორებს, ჟურნალისტებს, და საერთოდ მთელ გუნდს ესეთი შესანიშნავი პროექტისთვის, იმისთვის რომ მომეცით საშუალება გავმხდარიყავი ამ დიდი ოჯახის წევრი. ყველა მონაწილეს მინდა ვუთხრა რომ ხართ საუკეთესოები, ძალიან მაგარი ხალხი, ყველა განსხვავებული და ნიჭიერი. მიხარია რომ გაგიცანით, მიყვარხართ და ყველას მთელი გულით გისურვებთ წარმატებას.
P.S რავიცი მგონი ძალიან კარგი საუზმე გამომივიდა". - წერს თათია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროექტი მაკა კვიციანმა და თათია თექთურმანიძემ დატოვეს.

კომენტარი