სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დაუბრუნდა წინასწარი დაკავების იზოლატორს 205 ამნისტირებული და 52 შეწყალებული პირი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის დავით კობახიძის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ამნისტიითა და შეწყალებით გამოსულ პირთა მიერ სულ 512 სამართალდარღვევაა ჩადენილი.
როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ დანაშაულთაგან, 403 ამნისტირებულმა, 109 კი პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლებულმა პირმა ჩაიდინა.

"სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ამნისტიისა და შეწყალებით გამოსულ პირთა მიერ ჩადენილია სულ 512 სამართალდარღვევა - აქედან, 403 ამნისტირებულთა, ხოლო 109 შეწყალებულ პირთა მიერ", - განაცხადა კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ამა თუ იმ სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ამნისტიის გამოცხადებიდან ხუთი თვის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორს 205 ამნისტირებული და 52 შეწყალებული პირი დაუბრუნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100