სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესს ისეთი ორეული გამოუჩნდა, ნამდვილისგან ვერ განასხვავებთ

ნატალია ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც ჩელიაბინსკში ცხოვრობს, თუმცა სხვა ჩვეულებრივი გოგონებისგან განსხვავებით, ის იმდენად ჰგავს ჯენიფერ ლოპესს, რომ სტილიც მისი იდენტური მოირგო და ახლა ყველა ჯეი ლოს კლონს ეძახის.

ჯენისფერთან მსგავსება პირველად ვიზაჟისტმა იანა პანფილოვსკაიამ შეამჩნია. მაკიაჟის შედეგად კი მსგავსება იმდენად მაქსიმალური გახადა, რომ ახლა ჯენიფერისა და ნატალიას გარჩევა ერთმანეთისგან კიდევ უფრო რთული გახდა.

გოგონას ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა და ძალიან მალე მას პროდიუსერები დაუკავშირდნენ სხვადასხვა გადაღებებში მისაწვევად. თავად ნატალია არ მალავს, რომ პოპულარობამ მეტი სტიმული მისცა, საკუთარი თავი სამოდელო ბიზნესში მოსინჯოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100