ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ

ვარსკვლავური წყვილი ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ - ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.

"ბრედლისა და ირინას შორის ურთიერთობა დღითი დღე ცივდებოდა. სულ რამდენიმე თვის წინ ისინი შესაშურ წყვილად ითვლებოდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისინი მალე ერთად აღარ იქნებოდნენ, თუმცა, დრო გავიდა და ირინამ გადაწყვიტა, რომ ბრედლი მიეტოვებინა" - განუცხადა წყვილთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას ერთობლივი ფილმი "ვარსკვლავის დაბადება" გამოვიდა ეკრანებზე, საზოგადოებაში გავრცელდა ჭორი, თითქოს კუპერი ირინას მომღერალთან ღალატობდა, თუმცა ლედი გაგამ ყოველივე უარყო. ფაქტები კი საპირისპიროს მეტყველებდა - ფილმის გამოსვლიდან მალევე მან ნიშნობა ჩაშალა და ქორწილი გააუქმა, რაც შეეხება კუპერს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიკთან ერთად იმყოფებოდა, საკუთარ გრძნობებს ვერ მალავდა ლედი გაგას მიმართ და სცენაზე შესრულებული სიმღერის "shallow"-ს დროს მათ შორის მოთამაშე ფლუიდები ყველასთვის შესამჩნევი გახდა. ახლა კი თითქმის ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ბრედლისა და ირინას დაშორება სწორედ ლედი გაგას უკავშირდება.

კომენტარი