სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესმა, როგორც იქნა, კომენტარი გააკეთა საქმროს ღალატთან დაკავშირებით

მოცეკვავემ, მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა, როგრც იქნა, საქმროს ღალატზე პირველი კომენტარი გააკეთა და ამას ყველა მოუთმენლად ელოდა.

ბეისბოლისტ ალექს როდრიგესის რომანების შესახებ არა ერთხელ დაწერილა და გაჟღერებულა, ბოლოს კი საკუთარი გუნდის წევრმა ყოფილ ცოლთან რომანსა და ჯეი ლოს ღალატში დაადანაშაულა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც წინა დღეებში ალექსმა ლოპესს ხელი ოფიციალურად სთხოვა.

რადიოპროგრამა The Breakfast Club-ში ამ თემასთან დაკავშირებით პასუხი გასცა ყველა კითხვას და აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები სასაცილოდ არ ჰყოფნის, რადგან ალექსს ენდობა:

"მე სიმართლე ვიცი, ვიცი რას წარმოადგენს ალექსი სინამდვილეში, მანაც კარგად იცის მე რას წარმოვადგენ. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და სხვებს არ მივცემთ უფლებას, ჩვენს ურთიერთობაში ჩაერიონ" - განაცხადა ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 14 წლის წინ გაიცნო, თუმცა მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა ორი წელია გრძელდება. მანამდე მსახიობი სამჯერ იყო დაოჯახებული, ალექსი კი ერთხელ იყო ქორწინებაში დაის ექვს წელს გაგრძელდა. ცნობილია, რომ სპორტსმენის ოჯახი ღალატის გამო დაინგრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100