მეგან მარკლს პრინცესა დიანას გვირგვინის ტარება აუკრძალეს

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, პრინცმა ჩარლზმა თავის მეორე რძალს მეგან მარკლს გარდაცვლილი პრინცესა დიანას გვირგვინის მორგება აუკრძალა.

გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც მეგანი და ჰარი ახალდაქორწინებულები იყვნენ, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

უფრო ზუსტად კი, მარკლი მეუღლესთან ერთად ფიჯიზე ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული და გადაწყვიტა, წვეულებაზე ჰარის დედის გვირგვინი დაედგა თავზე, ჩარლზმა კი ეს ნაბიჯი ზედმეტად ექსტრავაგანტულად ჩათვალა და დელიკატურად უთხრა რძალს, რომ ღარიბ ქვეყანაში ასეთი მდიდრული გვირგვინის თავზე დადგმა ძალიან ცინიკური იქნებოდა ადგილობრივი საზოგადოების მიმართ.

ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს ინციდენტი გახდა მეგანისა და ჰარის ცალკე საცხოვრებლად გადასვლის მიზეზი.

კომენტარი