მსახიობი ანი ჩირაძე, იგივე "ჩიკა" პატრულის შეურაცხყოფის გამო დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

თავის მხრივ, მსახიობმა კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს.


კომენტარი