სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურია მისი ორსულობის შესახებ კომენტარს აკეთებს, იმ ხალხს კი, რომლებსაც გუფის საწოლში მოთავსებული შიშველი ქალი ქეთა ეგონათ, ამ ვიდეოთი პასუხობს

ქეთა თოფურიამ გუშინ საღამოს ინსტაგრამზე ლაივი ჩართო და გულშემატკივრების კითხვებს პასუხობდა... მომღერალს ორსულობის შესახებ ჰკითხეს, თუმცა ქეთამ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ფეხმძიმედ არ არის.

კითხვები იყო, რათქმაუნდა, გუფის შესახებაც, თუმცა რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა რეპერის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს პასუხი არ გასცა. ქეთამ ახალი სიმღერის ირგვლივაც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ გულშემატკივარი მისგან იმ საიდუმლოს შესახებაც მალე შეიტყობს, რომელიც მომღერალმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე დააანონსა.

მართალია ქეთამ გუფიზე დასმული შეკითხვები თავიდან აირიდა, თუმცა ინსტა-სთორიში ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ხალების ადგილები მიაზუმა და უკომენტაროდ, ამ ჟესტით გასცა იმ ხალხს პასუხი, რომლებსაც ეგონა, რომ გუფის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც რეპერი უცნობ ქალთან ერთად არის შიშველი, ქეთა თოფურიაა. ქეთამ ამით თქვა, რომ ფოტოზე გამოსახული გოგო თვითონ არ არის.

საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება რუსი რეპერისა და ქართველი ლამაზმანის ბუტიაობა და აპატიებს თუ არა ქეთა თოფურია საყვარელ მამაკაცს ღალატს, რადგან მიუხედავად გუფის გუშნდელი ამაზრზენი საქციელისა, რეპერს სახლში ქეთას დიდი სურათი აქვს კედელზე და ის დღემდე არ ჩამოუხსნია.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100