სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუფის ახალი შეყვარებული თუ ქეთა თოფურიას გასამწარებლად დაწყებული პროვოკაცია - რუსული მედია რეპერის ახალ რომანზე ალაპარაკდა

ახალი სკანდალი რუსულ შოუ-ბიზნესში - გუფის ახალი რომანი თუ ქეთა თოფურიას გასამწარებლად დაწყებული პროვოკაცია. რუსული მედია რეპერის ახალ რომანზე ალაპარაკდა.

2018 წლის ნოემბერში, გუფი და ქეთი თოფურია ერთმანეთს დაშორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დაშორების მიზეზი რეპერის 18 წლის საყვარელი გახდა. იანა ამ ამბების შემდეგ ფაქტობრივად "ვარსკვლავი" გახდა, რადგან რეპერის გარშემო ატეხილი სკანდალით ეღირსა „პოპულარობა“. გოგონა მუდმივად საუბრობდა იმის შესახებ, რომ გუფისგან ორსულად იყო, თუმცა შემდეგ დაწყნარდა და რეალითი შოუ "Dom-2"-ს დაუბრუნდა. გუფი, თავად იშვიათად ეხმაურებოდა იანას სკანდალურ განცხადებებს და ძირითადად მას შეურაცმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა.

როგორც ჩანს ქეთა და გუფის რომანი დამთავრდა , რადგან ამ დილით რეპერმა უცნობ ქალთან ერთად გადაღებული შიშველი ფოტო გამოაქვეყნა საწოლიდან და ასეთი დილამშვიდობისა გვისურვა თუ უსურვა კონკრეტულად იმ ერთ ადამიანს, რომლის ვიდეო, ფოტომდე რამდენიმე საათით ადრე ატვირთა ინსტა სთორიში. (ქეთა თოფურიაზეა საუბარი)

პოსტზე უამრავი კომენტარია, თავიდან ბევრს ქეთა ეგონა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ქეთას გულ-მკერდზე ხალი არ აქვს, არც მისი 18 წლის საყვარელია, რადგან იანას ამხელა მკერდი არ აქვს. ამიტომაც რუსული მედია გუფის ახალ რომანზე ალაპარაკდა და მასზე გამოძიება დაწიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100