კიმ კარდაშიანმა და ქენი უესტმა ახალი სახლი შეიძინეს, რომელიც სასახლეს უფრო ჰგავს

ვარსკვლავური წყვილი, კიმ კარდაშიანი და ქენი უესტი მალე მეოთხე ბავშვის მშობლები გახდებიან (სუროგატი დედა მალე ვაჟს გაუჩენს მათ) და სურთ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, შეიცვალონ გარემო და მეტი კომფორტი შეიქმნან.

როგორც გამოცემა DailyMail იუწყება, წყვილმა კალიფორნიის შტატში, Hidden Hills-ის რაიონში ახალი სახლი შეიძინა, რომლის საერთო ფართობი 2700 კვ.მ-ია. ჟურნალისტის ცნობით, მასში სამი დიდი საძინებელი და სამი აბაზანაა. რა თქმა უნდა, კიმი ისეთ სახლს არ აარჩევდა, რომელსაც აუზი არ ექნებოდა, ასე, რომ ეზოს ეს სილამაზეც ამშვვენებს. მართალია, ახალი შენაძენის ფასი ცნობილი არაა, თუმცა კულუარებში დაზუსტებით იციან, რომ მისი ღირებულება ხუთნიშნა ციფრს უტოლდება.

კომენტარი