სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობა მზადაა შეეგუოს სიახლეს" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ 17 წლის ქვიარგენდერთან

დრაგო 17 წლის ქვიარგენდერია, რომელიც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. ის დამწყები ვიზაჟისტია და ამ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა, მომავალში ბევრი გეგმა აქვს და თვლის რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. დრონი.ჯი დრაგოსთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.


- დრაგო, მოგვიყევი თქვენი საქმიანობის შესახებ...

- პროფესიით ვიზაჟისტი გახლავართ, ასევე ტიხრული მინანქრის სპეციალისტი.ძირითადად ვხატავ და ლაივების მეშვეობით ვესაუბრები ხალხს. მაკიაჟს თითქმის ყოველდღიურად ვიკეთებ რადგან,ყოველდღე ახალ რამეს ვსწავლობ და ახალ ტექნიკებს ვითვისებ, ასევე დაკავებული ვარ სოციალური აქტივიზმით,ძალიან მანაღვლებს ჩემნაირი განსხვავებული ადამიანების ბედი და ვცდილობ,რომ დავეხმარო მათ.

- არჩვეულებრივი პროფესია გაქვთ... ლაივებში საზოგადოების რაღაც ნაწილი თქვენს მიმართ აგრესიით არის განწყობილი, სხვა ადგილებში თუ გიგრძვნიათ აგრესია, რაიმე ფაქტს ხო ვერ გაიხსენებდით?

- მე ბევრი ტრანსგენდერი მეგობარი მყავს, რომლებიც იძახიან რომ იჩაგრებიან, ვერ ღებულობენ განათლებას და საზოგადოებისგან ყოველ ნაბიჯზე აგრესიას გრძნობენ. მათგან განსხვავებით, მე ვერ ვიტყვი ამას, რომ არასდროს მქონია პრობლემა, არც ქუჩაში, არც სკოლაში და არც ოჯახთან. საბედნიეროდ პოზიტიურ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა და ყოველთვის ყველგან პოზიტივს ვხედავ. საზოგადოებას ბევრი რამის გაგება უჭირს, რადგან აქ ყველაფერი 10 წლით გვიან შემოდის.

აქ რაც უკვირთ ჩვეულებრივი ამბავია უცხოეთში,იქ ადამიანთა უფლებები პირველ საფეხურზეა და ყველას ესმის თანასწორობის პრინციპი.მიუხედავად იმისა,რომ მე არ ვაწყდები პრობლემებს, მყავს ნაცნობები, რომლებიც თავიანთი გენდერული იდენტობის გამო გარიყულები არიან, მაგრამ არ ვიცი რატომ ხდება ესე,მე მათზე ბევრად განსხვავებული სტილი მაქვს და არასდროს შემქნია სერიოზული პრობლემა. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობა მზადაა შეეგუოს სიახლეს.

- რა გეგმები გაქვთ მომავალში?

- მომავალში უამრავი გეგმა მაქვს. მინდა რომ, ჩემი ხელოვნება გასცდეს საქართველოს ფარგლებს და უფრო მეტმა ადამიანმა მიხილოს. საქართველოში ცხოვრება ჩემთვის არ არის მომგებიანი, რადგან ხელოვნებას საკმარისად არ აფასებენ ამ ქვეყანაში, ასევე დიდი აგრესია მოდის განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ და მათ ნიჭიერებასაც არ აფასებენ. მინდა, წარმატებული ვიდეო ბლოგერი გავხდე და შევქმნა რაიმე ახალი და საინტერესო.

- ამ ეტაპზე შენი გული თავისუფალია?

- არასდროს მყვარებია ვინმე სერიოზულად, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ და ვფიქრობ რომ, საქართველოში ვერც ვიპოვი ჩემს მეწყვილეს, რომელიც ჩემს ღირებულებებს გაიზიარებს. ამ საკითხს რატომღაც ვერ ვუყურებ სერიოზულად.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100