სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნუ გაიფუჭებთ განწყობას, დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. შეიძლება დამატებითი ვალდებულებების შესრულებამ მოგიწიოთ. სხვა დღისთვის გადადეთ პრეზენტაცია, სასიყვარულო შეხვედრა.
კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საცხოვრებელი პირობები. ნუ დაძაბავთ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს გარშემო მყოფებში. შეიძლება გაჭირვეულდეს ბავშვი ან თქვენი საყვარელი ადამიანი.

ტყუპი
დღეს მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და რთული დავალებები ან ზედმეტი ვალდებულებები შეასრულოთ. მგზავრობისას მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად. შორ მანძილზე თან არ წაიყვანოთ შვილები.

კირჩხიბი
ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ, ფუფუნების ნივთებს. აკონტროლეთ ყველაფრის ხარისხი. დაოჯახებულებმა მეუღლესთან ერთად განიხილეთ საახალწლო სამზადისი.

ლომი
გახსოვდეთ, რომ არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გადალახავთ. შეიძლება ახალი ვალდებულებები გამოგიჩნდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით ფიზიკურად.

ქალწული
ერთდროულად ყველა საქმეს ნუ შეეჭიდებით. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუ, რა თქმა უნდა, ახალი წლის მარტოობაში აღნიშნვა არ გაქვთ გადაწყვეტილი.

სასწორი
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, ხარჯის თემა, ჯანმრთელობის საკითხი და სამსახურებრივი

ვალდებულებები. საღამოს იფიქრეთ, სად წახვალთ ახალ წელს, ვისთან ერთად და რას ჩაიცვამთ.

მორიელი
დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები. ნუ გაიხსენებთ წარსულ წარუმატებლობას. კარგი დღეა თანამოაზრეებთან ერთად ახალი გეგმის განსახილველად.

მშვილდოსანი
შეიძლება ფარულმა მტრებმა ხელი შეგიშალონ საქმეების მოგვარებაში, განვითარებაში. კარგი დღე ელით თვითკრიტიკულ და გამოცდილ ნიშნებს. თუ უცხოელებთან თანამშრომლობას აპირებთ, ყველა დეტალები კარგად განიხილეთ.

თხის რქა
საღამომდე საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. რაც უფრო რთულ საქმეეს შეეჭიდებით, მით დაკვირვებული უნდა იყოთ. გაფრთხილდით, საშიშ თამაშში არავინ აგიყოლიოთ.

მერწყული
უშეცდომო არავინაა. თავადაც უნდა დაუთმოთ და თქვენც გეპატიებათ. ნუ გაართულებთ საქმეს საყვარელ ადამიანთან და კოლეგებთან. მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ უქმეები, სადღესასწაულო დღეები.

თევზები
მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი და თქვენი საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობის გამო. კარგი დღეა სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად. სამსახურში ნებისმიერ სირთულეს გადალახავთ, თუ მიზანმიმართული და დაკვირვებული იქნევით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100