სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურიამ გუფთან დაშორების შემდეგ სევდიანი პოსტი გამოაქვეყნა - ნახეთ, როგორ ამხნევებენ ალა პუგაჩოვა და სხვა ცნობილი ადამიანები მომღერალს

უკვე ერთი კვირაა, რაც საზოგადოებამ გიფისა და ქეთას დაშორების ამბავი გაიგო და მიზეზიც, რომელიც სხვა გოგოს უკავშირდება. ამის შემდეგ აგორდა უამრავი ჭორი. გარდა ამისა, გოგონა, რომელთანაც გუფი ქეთას ღალატობდა, ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიქციოს და არ ერიდება ხმაურიან განცხადებებს.


ცოტა ხნის წინ ქეთამ ინსტაგრამზე დადო სევდიანი პოსტი, რომელმაც უამრავი გულშემატკივარი თუ უბრალოდ მსმენელი გულგრილად ვერ დატოვა:

"არ ვიცი, ალბათ ერთხელ უკვე დავწერე, თუ როგორ მეშინია მარტო ყოფნის. არასდროს ვყოფილვარ მარტო. ახლა კი ვხვდები, რომ ეს შიში დიდი შეცდომაა. მარტოობის შიში - ეს არის საკუთარ თავთან პირისპი შეხვედრის შიში. იწელება, იწელება, გროვდება, შენ კი გაურბიხარ საკუთარ თავთან დარჩენას. თუმცა, ახლა ძალიან კომფორტულად ვარ მარტო. მართალია, ხშირად სევდიანია სიმარტოვე, მაგრამ მე საკუთარ თავს დავუმეგობრდი. მინდა, რომ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავთან თუმდაც დღეში ერთი საათი მარტომ გაატაროთ" - აღნიშნა ქეთამ.

პოსტს როგორც ფანები, ისე შოუბიზნესის ვარსკვლავები გამოეხმაურნენ. ალა პუგაჩოვა, მიმი შელინი, ანუკი არეშიძე, ვერა ბრეჟნევა და სხვები ქეთას კომენტარებში ამხნევებენ. მათ არ ჩამორჩნენ მომღერლის ფანები, რომლებიც წერენ, რომ ის ბევრად უკეთესს იმსახურებს და ქალიშვილის ხათრით მაინც უნდა იყოს ძლიერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100