"მირეკავენ და მთავაზობენ, რომ მამაკაცთა ჟურნალებისთვის შიშველი გადამიღონ" - ქეთა თოფურია ძალიან ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ქეთა თოფურია ნსტაგრამის საკუთარ გვერდზე წელს ზემოთ შიშველ ფოტოს ტვირთავს ტექსტით:

"დღემდე არ წყდება ზარები და შემოთავაზებები, რომ მამაკაცთა ჟურნალისთვის შიშველი გადამიღონ, თუმცა მე გახდილი ფოტოებს არ ვიღებ, მაქსიმუმ ჩემი ზურგი გამოვაჩნო შიშველი. ერთხელ, მახსოვს, ერთმა ყვითელმა პრესამ როგორ გამაბრაზა - მათ ყდაზე მე უნდა ვყოფილიყავი შიშველი ზურგით და ფოტოსესიისას შემომთავაზეს, წინიდანაც გადაგიღებთ და მკერდზე ხელი აიფარეო, თუ ფოტო არ მოგეწონება, წავშლით, შენი ნებართვის გარეშე არ გამოვაქვეყნებთო, შემდეგ თუ გამოიცნობთ რა მოხდა? გამომიგზავნეს ყველა ფოტო, მე ერთი ავარჩიე, სადაც ზურგით ვდგავარ და ტრადადაა, გარეკანზე იბეჭდება სურათი, სადაც ანფასში ვარ გადაღებული... ვგიჟდები ყვითელ პრესაზე... დასავლეთში შიშვლად რომ გიღებენ ფოტოებს, ისე არის დამუშავებული, რომ მოდური ჟურნალი გეგონება, აქ კი ეს არაა დახვეწილი, თუმცა, ჟურნალი ხომ უნდა ამოიყიდოს, მესმის მათიც - " - წერს ქეთა.

კომენტარი