თვითმფრინავს, რომელშიც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ისხდნენ, მეხი დაეცა

კერძო თვითმფრინავს Dassault Falcon 7X-ს, რომლითაც სამეფო წყვილი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მგზავრობდნენ, მეხი დაეცა - ამის შესახებ გამოცემა The Mirror იუწყება.

მეხის დაცემამ თვითმფრინავის წინა ნაწილი დააზიანა და კინაღამ ნავიგაციის სისტემა გამოიყვანა მწყობრიდან. საბოლოოდ პრინცი და ჰერცოგინია მშვიდად დაეშვნენ ამსტერდამის აეროპორტში, თუმცა მეხის დაცემით დიდი სტრესი გადაიტანეს.
აღნიშნული თვითმფრინავი 53 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და მისი შეკეთებაც არ დაჯდება იაფი. დაზიანება იმდენად დიდი იყო, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ინგლისში სხვა ბოინგით დაბრუნდნენ, რომლის ქირაობაშიც 26 ათასი დოლარი გადაიხადეს.

კომენტარი