"აუცილებლად ნავარჯიშები უნდა იყოს და კარგი საჯდომი ჰქონდეს"- დრონი.ჯის ქართველმა სპორტსმენებმა გაუმხილეს, თუ როგორი ქალია მათთვის სექსუალური

ყოველთვის აქტუალური თემაა თუ როგორი ქალია მამაკაცისთვის სექსუალური.

დრონი.ჯი ცნობილ ქართველ სპორტსმენებს დაუკავშირდა იმის გასაგებად თუ როგორ ქალს თვლიან ისინი სექსუალურად. გაინტერესებთ, როგორია მათი პასუხები?

დრონი.ჯი: როგორი ქალია თქვენთვის სექსუალური?

მამუკა გორგოძე (მორაგბე): შეიძლება არ იყოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჰქონდეს შარმი და რამე განსაკუთრებული.

გოგა ბითაძე (კალათბურთელი): ზუსტად ასე არ მაქვს პროპორციები, თუ როგორი ქალია ჩემთვის სექსუალური, მაგრამ აუცილებლად განათლებული და ლამაზი უნდა იყოს.

გიორგი ლორია (ფეხბურთელი): სექსუალური ფართო მცნებაა და აქ ვერ გეტყვი, ეგ პირად საუბარში ირკვევა. ხვდები?!

გიგა ჯანელიძე (კალათბურთელი): მაღალი უნდა იყოს, გრძელი ფეხები და კარგი ღიმილი უნდა ჰქონდეს. კიდევ, აუცილებლად ნავარჯიშები უნდა იყოს და კარგი საჯდომი უნდა ჰქონდეს. დაახლოებით, ვიკტორია სეკრეტის მოდელის, Izabel Goulart-ის მსგავსი ქალია ჩემთვის სექსუალური.

თორნიკე ოქრიაშვილი (ფეხბურთელი): ძუძუ...ძუძუ ჩემთვის ძალიან სექსუალურია.

ლევან მათიაშვილი (მოჭიდავე): პირადად მე გამომწვევად ჩაცმულ ქალს სექსუალურად ვერ აღვიქვამ. სადად თუ აცვია და ამასთან ერთად კულტურული, ჭკვიანი და უბრალოა, ჩემთვის ეს უფრო მიმზიდველია.

გიორგი არაბიძე (ფეხბურთელი):პირველ რიგში ფიზიკურობა, არც სუსტი უნდა იყოს და არც მსუქანი. კარგი საუბრის მანერა უნდა ჰქონდეს და კიდევ ბევრი დეტალია, მაგრამ არაფერი ისეთი განსხვავებული. ასევე, მოხდენილად და სადად უნდა ეცვას.

დრონი.ჯიმ-მ სხვა სპორტსმენებსაც დაუსვა იგივე კითხვა, თუმცა მათ თავი შეიკავეს პასუხისგან.

მაგალითად საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ არ ისურვა თავისი აზრის დაფიქსირება, იმის გამო, რომ დაოჯახებულია. საბოლოო ჯამში კი როგორც ჩანს ყველა სპორტსმენისთვის ჭკვიანი ქალია პრიორიტეტული და ამავდროულად ლამაზიც.

კომენტარი