ცნობილი ადამიანები, რომლებიც წარსულში კარგი ვიზუალით იწონებდნენ თავს, ახლა კი მათი ცნობა თითქმის შეუძლებელია

იყო ვარსკვლავი, მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი. იმისთვის, რომ მუდმივი პოპულარობა შეინარჩუნო, საჭიროა ასევე მუდმივად მუშაობდე საკუთარ თავსა და ვიზუალზე.

სამწუხაროდ, ბევრი სელებრითი ვერ ახერხებს მუდმივ პოპულარობას, უყვართ ალკოჰოლური სასმელი, სწრაფი კვების ობიექტში წახემსება, ნარკოტიკები, გართობა უძილობის ხარჯზე - ეს ყველაფერი ვიზუალზე ძალიან მოქმედებს და შემდეგ უკვე ხალხის სიყვარულიც იკარგება.

გთავაზობთ იმ პოპულარული ადამიანების ფოტოებს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში საზოგადოების დიდი სიყვარული მალევე მოიპოვეს, თუმცა ახლა რადიკალურად განსხვავებულები არიან (რა თქმა უნდა, უარესობისკენ არიან შეცვლილნი).

რიანა

მომღერალმა წონაში მომატება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, თუმცა ეს იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რომ არც თუ ისე შესამჩნევი იყო, ახლა კი თავდაპირველ ფოტოსა და ახლანდელს ერთმანეთს თუ შევადარებთ, სხვაობას ეგრევე მივხვდებით.

კრისტენ ელი

მსახიობმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ103 კილოგრამია, თუმცა სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ არ აქვს მოტივაცია, რათა წონაში დაიკლოს. „არ არის გადაღებები - არ მაქვს მოტივაცია, ვიზრუნო ჩემს ვიზუალზე“ - განაცხადა კრისტენმა.

ამანდა ბაინსი

კომედიური სერიალების პოპულარული მსახიობი ეკრანებიდან 2009 წელს გაქრა. მიზეზი ალკოჰოლიზმისგან და ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობისგან განსკურნებისთვის კლინიკაში რეაბილიტაციის გატარება იყო. ამის შემდეგ ის სერიალებში მოთხოვნადი აღარ იყო, ამიტომ დეპრესიაში ჩავარდნილი კალორიულ საჭმელს მიეძალა, რათა თავი ცოტა უკეთ ეგრძნო, ახლა კი შედეგი სახეზეა.

ჯერარდ ბატლერი

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთოდ აღარ უვლის თავს. დაკუნთული პრესის ნაცვლად ახლა მოზრდილი მუცელი აქვს და არც ისეთი მიმზიდველია, როგორც ეს წლების წინ იყო.

ლოურენს ფიშბორნი

მსახიობი არც ფილმ „მატრიცაში“ იყო მაინც და მაინც გამხდარი, თუმცა ახლა იმ პერიოდის ვიზუალიც აღარ აქვს - როგორც ჩანს, ფიშბორნმა საერთოდ აიღო ხელი საკუთარ ვიზუალზე.

სელენა გომესი

მომღერალი ახლა 3 ზომით დიდ სამოსს ხმარობს, ვიდრე კარიერის დასაწყისში. განსახვავება იმაშია, რომ მას ნერვული აშლილობა ჰქონდა და სტრესთან გასამკლავებლად ექიმმა ჰორმონალური წამლები დაუნიშნა, რამაც მის ვიზუალზეც მოახდინა გავლენა.

ლინდსი ლოჰანი

32 წლის მსახიობს სახეზე ეტყობა, რომ ცხოვრების არაჯანსაღ წესს მისდევს - ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ის უკვე დიდი ხანია ეტანება. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რეჟისორები თავს არიდებენ მასთან მუშაობას.

კომენტარი