უკრაინული პრესა ბუბა კიკაბიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა ბუბა კიკაბიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს და იხსენებს მასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.


"ვახტანგ კიკაბიძე 19 ივლისს დაბადების დღეს აღნიშნავს. მას 80 წელი შეუსრულდა. ბუბა ცნობილია არა მარტო როგორც მომღერალი და მსახიობი, არამედ როგორც სიმღერების ავტორი, სცენარისტი და კინორეჟისორი. მისი შემოქმედება აღფრთოვანებას იწვევს სხვადასხვა ქვეყნის მსმენელსა და მაყურებელში, თუმცა არტისტს თავი ცოცხალ ლეგენდად სულაც არ მიაჩნია" - ნათქვამია სტატიაში.

დრონი.ჯი-ს სახელით ვულოცავთ ბატონ ბუბას დაბადების დღეს, საუკეთესო სურვილებით.

კომენტარი