ერქან მერიჩი ჰაზალ სუბაშთან ერთად გადაღებულ ახალ, რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

ერქან მერიჩის და ჰაზალ სუბაში რომანტიკული ფოტო თურქული მედიის ყურადღების ცენტრშიმოექცა. ფოტო, ერქანმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

წყვილი უკვე რახანია ერთად ცხოვრობს და ისინი სიყვარულს აღარ მალავენ. მათ ერთმანეთი სერიალ "ტყუილში" გაიცნეს. ერქანი ჰაზალზე 10 წლით უფროსია, თუმცა ეს მათ ურთიერთობას ხელსნამდვილად არ უშლის.

ტელე ნოველების მიმართ სიყვარულს ჩვენი ქართველი დიასახლისები ნამდვილად არ უჩივიან. ქართველ ქალბატონებს, რამდენიმე თვის წინ, ახალი თურქული სასიყვარულო ისტორია „ტყუილი“ ნამდვილ თავსატეხად ექცათ. სერიალში ზეჰრას როლს ახალგაზრდა 21 წლის ჰაზალ სუბაში ასრულებს, ხოლო მისი პარტნიორის როლს სიმპათიური ერქან მერიჩი, რომელიც ქალების გულთამპყრობელია.

კომენტარი