სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვფიქრობ, რომ წელსაც ბიჭების კატეგორია გაიმარჯვებს" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ალექს კიკვიძესთან

ალექს კიკვიძე x-ფაქრორის ყველაზე გამორჩეული მუსიკოსი და ხალხის რჩეული მონაწილეა. მისი შესრულება როგორც საზოგადოებას, ისე მენტრორებს საოცრად მოსწონთ და სწორედ ამიტომ აარჩიეს ორი სკამის ტურში შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. კონკურსის ლაივამდე რამდენიმე საათი რჩება და მღელვარება სულ უფრო მატულობს. ალექსი გვესაუბრება დღევანდელ ლაივ კონცერტზე და ასევე მის დამოკიდებულებაზე კონკურსანტებსა და მეტორების მიმართ.

-ვინ არის ალექს კიკვიძე, რა ეტაპები გაიარე სანამ x-ფაქტორში მოხვიდოდი?

-ალექსი იყო ჩვეულებრივი მუსიკოსი, რომელიც უკრავდა ბარებში, ქუჩაში და ყველგან სადაც ბედნიერი იყო დაკვრით.

-ყველაზე მეტად რომელ კონკურსანტს მიიჩნევ კონკურენტად, რომელია შენი აზრით ძლიერი?

-ყველა კარგად მღერის, თუმცა სიმართე რომ გითხრა, კონკურენტი არ მყავს მე. გამორჩეულად მომწონს გიორგი ფუტკარაძე, კარგი ბიჭი არის ძალიან, მაგრამ კონკურენტად ვერავის მივიჩნევ.

-რომელი კონკურსანტის გავარდნამ დაგწყვიტა გული ყველაზე მეტად და რატომ?

-გიორგი ლობჟანიძე. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვიცი მისი შესაძლებლობები, ბარებშიც დაგვიკრავს ერთად და ვიცი რომ ძლიერია, უბრალოდ ვერ წარმოაჩინა მისი ნიჭი სრულად.

-არის თუ არა სტეფანე ის მენტორი, რომელიც გინდოდა შეგხვედროდა და ზოგადად როგორი მენტორია?

-სიმართლე გითხრა, მე ნანიკო მინდოდა იმიტომ, რომ მუსიკოსი არ არის და უფრო კარგი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა, უფრო საინტერესო. მაგრამ სტეფანე რადგან არის უკვე ჩემი მენტორი, როგორც მუსიკოსები, ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს.

- ფიქრობ თუ არა, რომ წელსაც ბიჭების კატეგორია გაიმარჯვებს?

-კი, ასე მგონია.

-რომ იყო რიგითი მაყურებელი, რატომ უგულშემატკივრებდი ალექს კიკვიძეს?

-განსხვავებული ბეგრაუნდი აქვს, განსხვავებული ტიპი არის, მოსიყვარულე და უბრალო, თან კარგად მღერის! (იცინის)

- როგორი მოლოდინები გაქვს, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი ლაივი?

- არ ვიცი, თუ ხალხს მოეწონება ჩემი გამოსვლა, დამირეკავენ და დავრჩები პროექტში, თუ არა და გიორგი ფუტკარაძესთან გადავლენ ჩემი ფანები.

-სტეფანეს გარდა, შენთვის რომელი მენტორი არის ობიექტური? რომელი მენტორი მოგწონს უფრო მეტად?

-დათო ევგენიძე მომწონს ძალიან.

-რას შეასრულებ დღევანდელ ლაივზე?

ჯორჯ მაიკლის „fastlove“, მაგრამ იქნება აბსოლუტურად სხვა ვერსია, შესაძლოა მსმენელმა მისამღერშიც კი ვერ იცნოს, რომელი სიმღერის ქავერს ვასრუოლებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100