რიკი მარტინმა აღიარა, რატომ მალავდა საკუთარ ორიენტაციას წლების განმავლობაში

მომღერალი რიკი მარტინი 2018 წელს დაქორწინდა საყვარელ მამაკაცზე. ცოტა ხნით ადრე კი, სანამ თავის მეუღლეს, მხატვარ ჯავან იოსეფს შეხვდებოდა, თავის არატრადიციულ ორიენტაციაში გამოტყდა. მანამდე იყო რთული გზა, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, თუმცა იმაზე ნაკლებად, ვიდრე ელოდა.
ჟურნალ Attitude-თან ინტერვიუში მარტინმა ისაუბრა მისი ცხოვრების იმ დეტალებზე, რომელიც საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა:
"მე და ჯავანს ერთმანეთთან მიმოწერა გვქონდა თავიდან. ასეთი კონტაქტი დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა, არ ვსაუბრობდით პირად ცხოვრებასა და სექსზე, მხოლოდ მეგობრული საუბრით შემოვიფარგლებოდით. ვსაუბრობდით ზოგად პრობლემებზე, სოციალურ საკითხებზე და სხვა თვალით არ შემიხედავს, თუმცა, როდესაც შევხვდი, სუნთქვა შემეკრა. ეს ემოციები ექვს თვეს გრძელდებოდა და ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველივე ნახვისას გავიფიქრე, რომ მასზე დავქორწინდებოდი. როგორც ჩანს, მანაც ეს გაიფიქრა, უბრალოდ ამაში გვიან გამომიტყდა".
მარტინმა ასევე თქვა ის, რომ ეშინოდა თავისი ორიენტაციის აღიარება, რადგან ეშინოდა საზოგადოების რეაქციის:
"მთლიანად კარიერაზე ვიყავი გადართული და პირადზე არ ვიფქრობდი. მეშინოდა სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების. ეს მხოლოდ პირადს არ ეხება, ხალხთან ურთიერთობა მაშინებდა, ახალი მეგობრები. პროდიუსერთან და რეჟისორთანაც ვერ ვკონტაქტობდი, მეშინოდა, რომ რამდენიმე საათის გატარების შემდეგ ჩემი ორიენტაციის შესახებ მიხვდებოდნენ ისინი. ძალიან დიდი ენერგია დავხარჯე ჩემი ორიენტაციის დამალვაში" - განაცხადა მომრერალმა.
რიკი მარტინი და ჯავან იოსეფი ორ ტყუპს ზრდიან, რომელიც მომღერალს სუროგატი დედისგან შეეძინა.

კომენტარი