„გუფსა და ქეთას არაფერი გამოუვათ ერთად“ - რუსი ექსტრასენსი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

რუსული ტელე შოუს „ექსტრასენსთა ორთაბრძოლის“ ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლ კუზნეცოვა ვარსკვლავური წყვილის, ქეთა თოფურიასა და გუფის ურთიერთობის შესახებ ალაპარაკდა.

ნიკოლის განცხადებით, წყვილი ერთმანეთს პიარის გამო ხვდება და მათ ერთმანეთის მიმართ მეგობრულის გარდა სხვა გრძნობები არ გააჩნიათ:

„ქეთასა და გუფს ძალიან ცოტა საერთო აქვთ, მათი ურთიერთობა კი მომავლის პერსპექტივას მოკლებულია. ერთმანეთთან პიარის სურვილი აკავშირებს. რაც გინდათ, ის უწოდეთ მათ კავშირს, მაგრამ არა სიყვარული. ორივე მათგანმა დაკარგა მეორე ნახევარი და მარტო იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომანტიკული „ლავ სთორი“ შეექმნათ და ახალი იმიჯით წარმდგარიყვნენ საზოგადოების წინაშე. ორივეს რთული პერიოდი ჰქონდა ცხოვრებაში, როდესაც დაახლოვდნენ, ერთმანეთს კარგად გაუგეს, დამეგობრდნენ, თუმცა ეს სასიყვარულო კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ეპატაჟური ნაბიჯია მათი მხრიდან და სერიოზული არაფერი ხდება“ - განაცხადა ნიკოლმა.

შეგახსენებთ, რომ გუფსა და ქეთას რომანზე ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში დაიწერა რუსულ პრესაში, საზოგადოება კი ფიქრობდა, რომ თოფურია ქმარს ღალატობდა. სინამდვილეში ქეთა ლევთან დაშორებული იყო, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაახმაურა. სულ ცოტა ხნის წინ კი გუფი და ქეთა ნელ-ნელა გამოვიდნენ სასიყვარულო ჩრდილიდან და ურთიერთობას აღარ მალავენ.

კომენტარი