ვარსკვლავური რომანები, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით

ანჯელინა ჯოლი და ითან ჰოუკი

მათი რომანი 2003 წელს მიმდინარეობდა. ანჯელინა პიტის გამოჩენამდე ითანს ხვდებოდა. ჯენიფერ ენისტონი კი ერთადერთი ქალი არაა, რომელსაც ჯოლიმ „ქმარი წაართვა“. 2003 წელს ანჯელინა ითან ჰოუკისა და უმა თურმანის ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. თუმცა სამივე მათგანმა გადაწყვიტა, არ გაეხმაურებინათ ამ რომანის შესახებ, რადგან ჰოლივუდი თურმანსა და ჰოუკს საუკეთესო ოჯახური იდილიის მქონე წყვილად მიიჩნევდა. მათ განაგრძეს ჟურნალისტებთან საუბარი იმაზე, თუ როგორი ბედნიერები არიან ერთად და იდილიაში ზრდიან თავიანთ შვილებს. სინამდვილეში კი მსახიობს გადასაღებ მოედანზე გაცნობილი ულამაზესი ანჯელინა უყვარდა. ისინი ერთად თამაშობდნენ ფილშმი „სიცოცხლეზე მონადირე“. გავიდა ორი წელი და ჯოლიმ გადასაღებ მოედანზე ახლა უკვე ბრედ პიტი გაიცნო (მისტერ და მისის სმიტები), რომელთან ერთადაც შექმნა ოჯახი, თუმცა ამ სიამოვნებას პიტის წინა ქორწინება შეეწირა. ანჯელინას არ გაჭირვებია ითანთან დაშორება, რადგან ჰოუკი ჯოლისაც ღალატობდა. გამოდის, რომ ითანისა და უმას ქორწინების დასრულება არა ენჯი, არამედ ითანის მექალთანეობის ბრალი იყო. დადიოდა ჭორები, რომ ითანი თურმანთან ოჯახის დანგრევის შემდეგ თავისი შვილების ძიძას ხვდებოდა. სინამდვილეში ჰოუკს ძიძასთან მართლაც ჰქონდა რომანი, თუმცა ოდნავ მოგვიანებით.

ლარა ფლინ ბოილი და კაილ მაკლაჰენი

სერიალის „ტვინ პიქსის“ გადაღებისას (1990-ანი წლები) მსახიობებს ლარასა და კაილს შორის რომანი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მათ ძალიან მცირე გადაკვეთა ჰქონდათ ერთმანეთთან სცენარის მიხედვით, წყვილს შორის ნაპერწკალი მაინც გაჩნდა. ლარამ სერიალის რეჟისორს დევიდ ლინჩს მოსთხოვა კაილის გმირი სცენარში მოეცილებინა ერთ-ერთი მსახიობისთვის შერილინ ფელისთვის, რომელიც მაშინდელი სექს სიმბოლო იყო ამ პროექტში. მოგვიანებით ფელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ლარამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სერიალში ლამაზი ეპიზოდები გაენადგურებინა და არ მისცა მას საშუალება, ბრწყინვალედ წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე.

წყვილის რომანი ორი წლის შემდეგ ლარას მძიმე და აუტანელი ხასიათის გამო დასრულდა.

ჯონი დეპი და შერილინ ფენი

ჯონი დეპის რომანების შესახებ ყველას სმენია. მისი მეწყვილეები იყვნენ ქეით მოსი, უაინონა რაიდერი, ვანესა პარადი და ა.შ. თუმცა სასიყვარულო ურთიერთობა შერილინ ფენთან (მსახიობი „ტვინ ფიქსიდან“, რომელზეც ლარა ფინ ბოილი ეჭვიანობდა) არც ისეთი გახმაურებული იყო იმ დროს და შესაბამისად, საზოგადოებამ ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ერთმანეთი მოკლემატრაჟიანი ფილმის „მანეკენების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს (1985წ.), შერილინი 21 წლის იყო, ჯონი კი 23-ის. მათ შორის არსებულმა საოცარმა გაცნობის პირველივე წუთებიდან წარმოშვა სასიყვარულო ნაპერწკალი. წყვილის რომანმა სამ წელს გასტანა. შერილინის პოპულარობა ელვის სისწრაფით მიიწევდა წინ, უამრავი გადაღება ჰქონდა, რამაც მათ ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა.

ჯასტინ თიმბერლეიქი და ფერჯი

წყვილის რომანი დიდი ხნის წინ იყო, მანამდე, სანამ ჯასტინის ცხოვრებაში ბრიტნი გამოჩნდებოდა. ფერჯი მაშინ 23 წლის იყო, ხოლო თიმბერლეიქი 16-ის. წყვილმა 1996 წელს გაიცნო ერთმანეთი. ფერჯი ჯასტინს ასაკის გამო სერიოზულად ვერ აღიქვამდა, მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენისაც რცხვენოდა, შესაბამისად, მათი სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯასტინი დაშორების გამო დიდხანს იყო სტრესში, სანამ მის ცხოვრებაში ბრიტნი სპირსი არ გაჩნდა. სწორედ ამ ლავსთორიმ აქცია თიმბერლეიქი ვარსკვლავად.

ტომ კრუზი და შერი

ასაკობრივმა სხვაობამ მსახიობსა და 80-ანი წლების მომღერალს ხელი ვერ შეუშალა. შერი ტომზე 16 წლით დიდი იყო. წყვილი თავის რომანს კარგად მალავდა, თუმცა დაშორებიდან უამრავი წლის შემდეგ, 2008 წელს შერს მოულოდნელად ნოსტალგიამ შემოუტია „დილა მშვიდობისა, ამერიკას“ პირდაპირ ეთერში და კრუზთან რომანის შესახებ გულახდილად ისაუბრა:

„ტომს ჭკუიდან გადავყავდი, ისეთი მორცხვი იყო. მან მომიყვა, რომ ბავშვობაში თანაკლასელები არ ემეგობრებოდნენ. ერთხელ, ნიუ იორკში ერთ-ერთ რესტორანში შევედით სავახშმოდ, სადაც მიმტანი ტომის კლასელი იყო. მაშინ დანანებით მითხრა, რომ მას შემდეგ გამოიჩინეს ძველმა მეგობრებმა ყურადღება, რაც პოპულარული გახდა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მამაკაცი იყო ჩემს ცხოვრებაში“.

მილა კუნისი და მორგან ფრიმანი

როგორც ინსაიდერები ამბობენ, მილას იმდენად უნდოდა ჰოლივუდის დაპყრობა, რომ 19 წლის ასაკში 65 წლის მორგანთან გააბა ურთიერთობა, რომელიც თავის მხრივ გოგონას მხოლოდ გასართობად იყენებდა. იმ დროს კუნისი წარსულში მსახიობ მაკოლეი კალკინს (მთავარი როლის შემსრულებელი ბავშვი ფილმიდან „მარტო სახლში“) ხვდებოდა. წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა მაკოლეი ვერ შეელია ნარკოტიკს და სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი.

ჯენეტ ჯექსონი და მეთიუ მაკონაჰი

მეთიუ მაკონაჰსა და ჯენეტ ჯექსონს არ უყვართ ცხოვრების იმ ეპიზოდის გახსენება, როცა მათ ერთმანეთთან მცირეხნიანი რომანი ჰქონდათ, უფრო სწორად რომანი ერთი ღამით, თუმცა 21-ე საუკუნეში მსგავსი ფაქტების დამალვა რთულია. 15 წლის წინ წყვილმა ერთმანეთი „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გაიცნო. მეორე დილით პაპარაცებმა ჯენეტის სახლიდან გამოსულს კითხვები დაუსვეს, თუ რას აკეთებდა ის მომღერლის სახლში მთელი ღამით, მეთიუმ კი უპასუხა, რომ იქ მუსიკის მოსასმენად იყო მისული.

კაილი მინოუგი და ლენი კრავიტსი

კაილი და ლენი 90-ანი წლების ყველაზე შესაფერის წყვილად ითვლებოდა. მათი რომანი 1991 წელს დაიწყო და ძალიან მალევე დამთავრდა. წყვილმა მოახერხა და დღემდე მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. კრავიტსი ყოველთვის აღნიშნავს, რომ კაილი პლანეთი ერთ-ერთი ულამაზესი ქალია.

სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი

ისინი 90-ანი წლების ყველაზე შემდგარ წყვილად ითვლებოდა. ფილმ „ლამაზმანის“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ რიჩარდი ყველაზე სექსუალურ მსახიობ მამაკაცად, ხოლო სინდი ყველაზე სექსუალურ მოდელ ქალად იყო აღიარებული. ქორწინების წინ, როცა სინდი 25 წლის იყო, ხოლო გირი 42-ის, ისინი პაპარაცების ნამდვილ სამიზნედ იქცნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ფარულად დაქორწინება, რომლის პროცესსაც მხოლოდ ოთხი ადამიანი ესწრებოდა. მათი საქორწინო ბეჭდები კი საღეჭი რეზინის ფოლგისგან იყო გაკეთებული. წყვილი მაშინ ისეთი ბედნიერი იყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა. კროუფორდი დაშორების შემდეგ პრესასთან არ მალავდა იმ ფაქტს, რომ განქორწინებიდან დიდი ხნის შემდეგ აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდა. რიჩარდმა კი დასამშვიდებლად ბუდიზმს მიმართა. წლების შემდეგ გირმა აღიარა, რომ ასეთი სიყვარულისთვის უნდა ებრძოლა და არ დანებებულიყო.

კომენტარი