"ცხრიანის მერე რომ დაგირეკავს ნიკა გვარამია.." - ნახეთ რა სურპრიზი გაუკეთა ნოდარ მელაძეს "რუსთავი 2"-მა

ჟურნალისტსა და "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა სურპრიზი გაუკეთეს. ნიკა გვარამიამ, ნანუკა ჟორჟოლიანმა და სხვა ჟურნალისტებმა თუ "ფეისებმა" მელაძეს დაბადების დღე გადაუხადეს. აი რას წერს მელაძე:
"32-მა გაიარა, უკვე 33-ის ვარ. წელს ყველაზე მოულოდნელი დაბადების დღე მქონდა. ცხრიანის მერე რომ დაგირეკავს ნიკა გვარამია, წამო ჩაი დავლიოთო, შედიხარ და მეგობრები გხვდებიან ერთად, ამაზე მაგარი არაფერია. ყველა ვინც მოიფიქრა, ფრთები შეასხა, მოვიდა და ჩამეხუტა. ეს კურიერია, ასეთი გულიანი ადამიანების გუნდი", - წერს ჟურნალისტი.

კომენტარი