სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშობაოდ ქეთი ჟღენტს დაქალებმა თოშას გამოსახულებიანი ბალიში აჩუქეს

ქეთი ზღენტს დაქალებმა თოშა ქებურიას გამოსახულებიანი ბალიში აჩუქეს. გოგონებმა საჩუქრები საშობაოდ გაცვალეს. ქეთისთან ერთად საღამოზე თაკო ნაცვლიშვილიც იყო.

თორნიკე, იგივე თოშა, ქართველი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე, მისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ, თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროვებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს.

მომღერალთან დაშორების შემდეგ, სასურველი სასიძო ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა. ოქტომბერში კი წყვილმა იქორწინა. ქორწილი თორნიკეს სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში შედგა. წყვილისთვის საღამოზე სპეციალურად ჩამოყვანილი იყო რუსი მომღერალი იოლკა, ასევე იმღერეს აჩი ფურცელაძემ, ჯგუფმა "მგზავრებმა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100