სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურიამ გუფი თავის ოჯახს გააცნო

რუსული გამოცემა life.ru ქეთა თოფურიასა და გუფის რომანის ახალ დეტალებზე ალაპარაკდა. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ წყვილის რომანი ნელ-ნელა გამოდის საიდუმლოების ჩრდილიდან და სოციალური ქსელის მეშვეობით შეპარვით ატყობინებენ თავიანთ თაყვანისმცემლებს, რომ ერთად არიან.

ჟურნალი "Стархит" კი წერს, რომ ქეთა და გუფი თავისუფალ დროს სულ ერთად ატარებენ. ამავე გამოცემის ცნობით, თოფურიამ უკვე გააცნო თავის ოჯახს ახალი შეყვარებული. ამასთან, წყვილს ხშირად ხედავენ ქართულ კაფე „ხაჭაპურში“, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს. ჟურნალისტს ამის შესახებ თავად კაფეს მენეჯერმა აუწყა. მისივე ცნობით, ქეთამ გუფს ქართული სამზარეულოს რჩეული კერძები გაასინჯა - ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, აჯაფსანდალი. რეპერს ძალიან შეუყვარდა ქართული კერძები.

შეგახსენებთ, რომ ქეთასა და გუფის ფარული რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც ერთ-ერთ კურორტზე პაპარაცმა ფოტო და ვიდეო გადაუღო წყვილს ერთობლივი არდადეგების დროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100