პრესა ლეონარდო დიკაპრიოს სდებს ბრალს..

ჰოლივუდის ერთი-ერთმა ყველაზე ლამაზმა წყვილმა, მსახიობმა დიკაპრიომ და ტოპ-მოდელმა ბარ რაფაელმა განქორწინების შესახებ განაცხადეს.
„ჩვენი ურთიერთობები რახანია განიცდიან კრიზისს. ჩვენ თავს ვიკატუნებდით, თითქოს და ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ეს ასე არ არის. განხეთქილება კი თებერვლის ჭორებს ნამდვილად არ მოჰყვა, ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გაცილებით ადრე გაჩნდა. მაგრამ ამჯერად არც ვტირი და არც მეშინია, რომ ის აღარ დამიძახებს კვლავ. მინდა მარტო ვიყო და ყველაფერში გავერკვე, გავიგო რა მინდა ცხოვრებაში“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ურთერთობის გაწყვეტის შემდგომ მოდელმა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში გავრცელდა ჭორი რომ ბარი და ლეო ინიშნებიან. სიახლე ცნობილი გახდა, როდესაც პაპარაცებმა მოდელის ხელზე ბეჭედი შენიშნეს ბერლინალეს კინოფესტივალზე.
მაშინ 24 წლის მოდელი ოფიციალურად აცხადებდა, რომ მას და დიკაპრიოს უზომოდ უყვართ ერთმანეთი, რომ ერთად ცხოვრობენ და ყოველი დღით ტკბებიან, მაგრამ დაქორწინებას ჯერ არ გეგმავენ. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ თვითდაჯერება იყო, ან იმ დროისთვის წყვილს განშორების მიზეზი ჯერ არ ჰქონდათ მოფიქრებული.
ლეონარდო დიკაპრიო ექს-მეგობრისგან განსხვავებით კომენტარს არ აკეთებს განშორების შესახებ. იმ დღიდან, როდესაც ცნობილი გახდა მისი უახლოესი მეგობრის, ქეიტ უინსლეტისა და რეჟისორ, სემ მენდესის დაშორების შესახებ, ლეოს პირი აქვს ამოკერილი ჟურნალისტებთან. მაგრამ პრესამ უკვე დაადანაშაულა დიკაპრიო კეიტისა და სემის დაცილებაში. იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებთან ყველა ეჭვი გაეფანტა, თავის დიდი ხნის მეგობარს, ბარი რაფაელს დაშორდა.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი