"გთხოვთ შეწყვიტეთ" - ნახეთ რას წერს თოშა ქებურიას საცოლე

"როდესაც მეგობრულად იქცევიან, მაგრამ სინამდვილეში იცი ვინც არიან", - ასეთი შინაარსის ფოტოს თოშა ქებურიას საცოლე აქვეყნებს. ქეთი ჟღენტი ამ ადამიანებს თხოვს, რომ შეწყვიტონ ასეთი მოქცევა. შეგახსენებთ, რომ თორნიკე იგივე თოშა ქებურია მილიონერი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია.

უკვე დიდი ხანია, ინტერნეტმედია თოშათი დაინტერესა. პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე, მისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ, თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროვებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ, სასურველი სასიძო მალევე დაინიშნა. მისი რჩეული 19 წლის მოდელი ქეთი ჟღენტია. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა.


კომენტარი