ნახეთ, როგორი ქორწილი ჰქონდა ქართველ სოპრანოსა და იტალიელ ბიზნესმენს საქართველოში

ქართველმა სოპრანომ თეონა დვალმა და იტალიელმა ბიზნესმენმა ჯაკომო რაკუნიომ საქართველოში ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურად გააფორმა ქორწინება იტალიაში, ახლა კი პატარძლის სამშობლოში დიდი საქორწინო წვეულება მოაწყო, რომელზეც უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა.

თეონამ და ჯაკომომ ერთმანეთი ექვსი წლის წინ გაიცნეს, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა კი 2016 წელს დაიწყო.

საპატარძლო კაბა თეონამ რომში შეიძინა პრომოვიას 2018 წლის კოლექციიდან. რაც შეეხება წვეულებას, მან ქართული ტრადიციების დაცვით ჩაიარა. ქართულ ხალხურ სიმღერებთან და ცეკვებთან ერთად შოუ ბიზნესის წარმომადგენლებმაც იმღერეს და დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს.

კომენტარი