სკარლეტ იოჰანსონი ქმარს გაშორდა

სკარლეტ იოჰანსონის ოჯახის დანგრევის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა, როცა მსახიობი საქორწინო ბეჭდის გარეშე შენიშნეს რამდენჯერმე. მაშინ სკარლეტმა აღიარა, რომ მის 34 წლის მეუღლესთან რომენ დორიკთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა, თუმცა გაშორების შესახებ ჭორებს უარყოფდა. სულ ცოტა ხნის წინ კი აღიარა, რომ ოჯახი დაენგრა.

სკარლეტისა და რომენის ოჯახურმა თანაცხოვრებამ ორ წელს გასტანა. ერთმანეთს ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაშორდნენ. უცნობია დაშორების მიზეზი, თუმცა სკარლეტმა აღნიშნა, რომ მათი საერთო ქალიშვილის სრული მეურვეობა სურდა. ჯერჯერობით უცნობია, სასამართლომ როგორ გაანაწილა მშობლის უფლება-მოვალეობები.

კომენტარი