სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფო საჟინიანი: ის ხალხი გავახარე, ვისაც ვძულდი, ჯერაც არ შეწყვეტილა პირადში ნეგატიური წერილების მოწერა

სოფო საჟინიანმა „იქს-ფაქტორის“ სცენაზე გამოსვლისთანავე მოიგო ქართველი ბიჭების დიდი ნაწილის გული, მაგრამ ასევე გადაიმტერა თინეიჯერი გოგონების მთელი არმია . მისი ვოკალური მონაცემებითა და გარეგნობით მაყურებელი და ჟიური ერთიანად მონუსხა. ის შეიძლეობოდა ფინალში ყოფილიყო, თუმცა გუშინ პროექტი დაატოვებინეს. ის აუთსაიდერებში თამარ ედილაშვილის გვერდით მოხვდა და ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ „იქს-ფაქტორი“ სოფოს დაეტოვებინა. დრონი.ჯი-ს სოფო საჟინიანთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- - სოფო “X ფაქტორის“ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდი , თუმცა პროექტი დატოვე. მოულოდნელი იყო შენთვის ასეთი შედეგი?

მზად ვიყავი, მაგრამ არ ველოდი, რომ გუშინ მომიწევდა პროექტის დატოვება. უკვე ძალიან ახლოს ვიყავი ფინალთან. შესაბამისად მე ვიბრძოდი გამარჯვებისთვის და ძალიან გული დამყწდა, თუმცა ალბათ ის ხალხი გავახარე, ვისაც ვძულდი, ჯერაც არ შეწყვეტილა პირადში ნეგატიური წერილების მოწერა და საშინელი კომენტარები იწერება დღემდე. ძირითადად თინეიჯერი გოგონები მლანღავენ და არის ერთი-ორი ქალიც, რომელბიც მწერენ, რომ ვერ მიტანენ.

- - ამბობ რომ ხალხს სძულდი და მათ გაუხარდათ პროექტიდან შენი გავარდნა, პროექტშიც იყვნენ ასეთი ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ შენი გავარდნა?

არა უნდოდათ ჩემი გაგდება ეგ არამგონია, შეიძლება ბევრს არ მოვწონდი, მაგრამ გაგდება რომ გაუხარდათ ჩემი ეგრე არ მგონია მაინც. პრინციპში სულერთია, რადგან მე პროექტის გარეთ ისეთმა ადამიანებმა და მუსიკოსებმა შემაფასეს და ისეთი ადამიანებისგან მივიღე კომპლიმენტები, რომ სხვებისგან ჩემს მიმართ, მსგავსი ცუდი კომენტარები არის უმნიშვნელო და სულერთი.

საქართველოში რატომღაც კარგს ვერ აღიქვამენ და შურთ მისი, მინდა ასეთ ადამიანებს ვუთხრა, რო მე მათზე მაღლა ვდგავარ, მე ვარ მათზე ძლიერი ადამიანი, ამით ისინი უფრო მაძლიერებენ, ამით არაფერი მაკლდება, უბრალოდ ვხედავ ამ ქვეყანაში, როგორ ვერ იტანენ ჩემნაირ ნიჭიერებს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ხალხმა არ იაქტიურა, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ვინც ხმა მომცა მათ, მადლობა „რუსთავი 2“-ს და ამ პროექტს, მან გამხადა, სწორედ ასეთი პოპულარული.

იმ ადამიანებზე ვიტყოდი, ვინც ასე ცუდად მომიხსენიებს და პირადში მწერს, რომ მე ვარ თქვენზე ბევრად წარმატებული დღეს, მე თქვენზე ბევრი რამ გავაკეთე 22 წლის ასაკში და იმ ქალბატონებს მინდა მივმართო, რომ მე თქვენზე მეტი ვარ დღეს და მინდა, რომ უბრალოდ ეს შეიგნოთ, რომ თვქენი კომენტარები გულთან ახლოს არ მიმაქვს და ორმაგად და სამმაგად მაძლიერებს, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ.

- - სოფო შენ თქვი, რომ პორექტის გარეთ ისეთმა ადამიანებმა შეგაფასეს, რომ სხვა ადამიანების აზრს შენთვის მნიშვნელობა არ აქვს. „ისეთ ადამიანებში“ ჟიურის წევრები არ შედიან?

ჟიურის წევრებიდან მე ყველას ვაფასებ, მაგრამ იყო არაადეკვატური კომენტარები და ამ კომენტარებს არ გავითვალისწინებ ცხოვრებაში არასოდეს. შესაბამისად დაიტოვონ თავისთვის და რაც შეეხება ჩემს სიმღერას, მე დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში. ჯერ კიდევ 2012 წელს მე გავიმარჯვე „ნუცას სკოლაში“ და იქ მაფასებდნენ დიდი კომპოზიტორები და დიდი მუსიკოსები. მე მუსიკოსებმა დამინახეს და იმ ადამიანებმა, რომლებსაც ესმით მუსიკა. კონკრეტულად რომელიმე ჟიურის წევრზე მე არაფრის თქმას არ ვაპირებ, რადგან ხალხმა ყველაფერი დაინახა.

- - ამბობ, რომ იმსახურებდი პროექტში დარჩენას, რას იტყვი თამარ ედილაშვილზე, რომელთან ერთადაც იდექი აუთსაიდერებში?

არა ვიმსახურებდი კი, მაგრამ იქ მყოფი ყველა კონკურსანტი იმსახურებს პროექტში ყოფნას. მე არ მითქვამს, რომ მე ვიმსახურებდი და თამარი არა, პირიქით თამარი ძალიან საყვარელია და მე მას წარმატებებს ვუსურვებ. ყველა კონკურსანტს მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა.

- - შენი აზრით ჟიური სამართლიანი იყო, როდესაც შენ დაგატოვებინა პროექტი?

ერთი იყო განსაკუთრებით სუბიექტური და არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში გიორგი გაბუნიაზე, არ დავასახელებ ამ ადამიანს და არ მინდა მასზე საუბარი. თვითონ მან უკეთ იცის რა და როგორ.

- - ისევ სოფოზე ხო არ ხარ ნაწყენი?

არ მინდა ამაზე საუბარი....

მე ბედნიერი ვარ, რომ მარტო მივაღწიე ამ ყველაფერს და ამაში არავინ დამხმარებია.

- - რა მოგიტანა „იქს-ფაქტორმა“?

პირველ რიგში გამხადა პოპულარული, ყველა მცნობს, ითხოვენ ჩემგან ინტერვიუებს. ძალიან მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ამ პროექტში ვიყავი. მადლობა პროდიუსერებს, ვოკალის პედაგობებს და მთელ ჯგუფს, რომელიც „იქს-ფაქტორს“ აკეთებს. იმდენი მოწვევები მაქვს დღეს , რომ არვიცი საიდან დავიწყო და ეს ყველაფერი არის ამ პროექტის დამსახურება.

- - ვის უგულშემატკივრებ?

გრიგოლს და აუცილებლად გრიგოლს, ჩემთვის ადამიანურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის გარდა იმისა რომ უმაგრესი მომღერალია, ძალიან მაგარი პიროვნებაა, ამიტომ მინდა, რომ „იქს-ფაქტორის“ გამარჯვებული სწორედ ის გახდეს.

- - რაც შეეხება შენს მენტორს ლელა წურწუმიას, რას გვეტყვი მასზე?

ლელა ძალიან მაგარი ქალია. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ის ძლიერი ადამიანია და ამით ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, ძალიან მეხმარებოდა და გევრდში მედგა სულ. მე მადლობელი ვარ მისი და აუცილებლად გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას.

- - თუ აპირებ, რომ საქართველოს რომელიმე კონკურსში კიდევ მიიღოთ მონაწილეობა?

არანაირი კონკურსი აღარ იქნება ჩემს ცხოვრებაში და არ ვაპირებ მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღებას. სურვილი არ მაქვს ამის და არ იქნება ლამაზი და არ იქნება სწორი საქციელი ჩემი მხრიდან

- - ახლა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ კარიერის მხრივ მომავალში?

მაქვს რამდენიმე ჩემი დაწერილი ქართული სიმღერა და ვაპირებ ჩავწერო და ხორცი შევასხა ამ იდეას. შესაბამისად მაგაზე ვიმუშავებ უახლოეს მომავალში.

- - რაც შეეხება პირად ცხოვრებას, შეიცვალა თუ არა პირადი ცხოვრება პროექტის განმავლობაში?

არა, არ ვფიქრობ ამაზე, არ მაქვს ამისითვის დრო და შესაბამისად არა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100