სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამიამ მარინა ბერიძეს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა და ყვითელი ვარდები მიართვა

ნიკა გვარამიამ მარინა ბერიძეს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ის ეთერში სპეციალურად ბოდიშის მოსახდელად შევიდა.

"მარინას ვაწყენინე და მინდა ბოდიში მოვუხადო, არაფერ შუაში არ იყო მარინა და ჩემი განზრახვაც არ იყო, რომ მას წყენოდა, თუმცა მინდა ვთქვა პირდაპირ ეთერში, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რამე თქვას რუსთავი 2-ზე, პირადად ჩემზე, ჟურნალისტებზე და ასე შემდეგ, მაგრამ არასდროს ჩვენ არ მივესალმებით იმ ადამიანების მხრიდან ჟრნალისტების უხამს მოხსენიებას, რომელსაც ვემსახურებით მათ წარმოჩენას, მათ პუბლიკამდე მიტანას, პოპულარიზაციას და ა.შ."-აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100