სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომღერალი ჯორჯ მაიკლი მოულოდნელად გარდაიცვალა

გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ ანუ ჯორჯ მაიკლი გასულ ღამეს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცნობია გარდაცვალების მიზეზი, ოჯახი კომენტარს არ აკეთებს და პოლიციაც აცხადებს, რომ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ მომღერლის სახლში, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს. ჯორჯ მაიკლი 1963 წლის 25 ივნისს დაიბადა ლონდონში. თავდაპირველად მომღერალმა სახელი გაითქვა დუეტით wham!, ხოლო შემდეგ სოლო კარიერა გააგრძელა, რის შემდეგაც კიდევ უფრო მეტი წარმატება და პოპულარობა მოიპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100