სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლაი ბასკოვის პორნო-საათს კრიშტიანუ რონალდო ატარებს მაჯით

ბრენდმა Jacobo&Co ეროტიკული კოლექციისთვის ახალი მაჯის საათი გამოუშვა, რომელზეც რუსი მომღერლის ნიკოლაი ბასკოვის კამასუტრის პოზაა ასახული. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ჯგუფური სექსის სცენა თამაშდება. საათი უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე გამოვიდა გასაყიდად. ახალი დიზაინის ავტორი ჯეიკობ არაბო გახლავთ. თუ რატომ აირჩია ორგიის სახედ დიზაინერმა მაინც და მაინც რუსი მომღერალი, ამაზე თავად ბასკოვმა გასცა ჟურნალისტებს პასუხი. საქმე იმაშია, რომ ჯეიკობის მეუღლე ანჯელა ნიკოლაის დიდი თაყვანისმცემელია. სწორედ მან შესთავაზა მომრერალს თავისივე გამოსახულების ეროტიკული ხასიათის საათის გამოშვება, ნიკოლაი კი მაშნვე დათანხმდა. ბასკოვი იმასაც აღნიშნავს, რომ საათის ფოტომ მის მოლოდინს გადააჭარბა და რომ დიზაინერს კარგი გემოვნება ჰქონია. ჯეიკობ არაბო მსოფლიოში ცნობილიო საათის დიზაინერია, რომლის საათებსაც ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიც არიან დვევიდ ბეკჰემი, ლეონარდო დი კაპრიო, მადონა, მომღერალი 50 ცენტი, კრიშტიანუ რონალდო, ამ უკანასკნელს კი თავად აჩუქა არაბომ ეროტიკული სცენის ამსახველი საათი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100