ასე მეგობრულ წრეში შეხვდნენ ოთო ნემსაძე და მებო ნუცუბიძე "ოკეან ელზის" სოლისტს ყავაზე

უკრაინულმა ჯგუფმა "ოკეან ელზმა" თბილისში 22 ოქტომბერს კონცერტი გამართა. სიმღერისას სოლისტმა, სტანისლავ ვაკარჩუკმა, სცენაზე ოთო ნემსაძე და მებო ნუცუბიძე აიყვანა და მათთან ერთადაც იმღერა. საღამოს შემდეგ კი ვაკარჩუკმა ქართველ მომღერლებთან ერთად წყნარ გარემოში გადაინაცვლა. აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინულ "ვოისში" სტანისლავი ჟიურის წევრია. სწორედ მის გუნდში იყვნენ 2015 წელს მებო ნუცუბიძე, ხოლო 2013-ში ოთო ნემსაძე. როგორც ჩანს, "ოკეან ელზის" სოლისტს ოთოსა და მებოსთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს.

კომენტარი